Baby Bag

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხის იაკობ გოგებაშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილების ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე ადასტურებს.

მისი ინფორმაციით, მოსწავლის ინფიცირების წყარო ე.წ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერია, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, რომ მოსწავლეს სკოლაში არ უვლია, თუმცა მეგობრებთან ერთად კვების ობიექტში იყო დაბადების დღის აღსანიშნავად, სადაც მისი რამდენიმე თანაკლასელიც იმყოფებოდა. ამ ეტაპზე მოძიებულია კოვიდინფიცირებული მოსწავლის 14 კონტაქტი და კონტაქტების მოკვლევა გრძელდება.

ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლის ინფორმაციით, სკოლაში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა და დამატებითი პრევენციული ზომებისთვის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებს დაელოდებიან.

სკოლის დირექტორის თეა მეტრეველის თქმით, კოვიდინფიცირებულ მოსწავლეს ორ თანაკლასელთან ჰქონდა კონტაქტი. ისინი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

როდის მიიღებენ სკოლებში მასწავლებლის ასისტენტებს? - დეტალებზე მარიამ ჯაში საუბრობს

როდის მიიღებენ სკოლებში მასწავლებლის ასისტენტებს? - დეტალებზე მარიამ ჯაში საუბრობს

„ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, სტუდენტებს მასწავლებლის ასისტენტად მუშაობა შეეძლებათ. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარედგინება და დამტკიცების შემთხვევაში პირველ ნაკადს სკოლა უკვე გაზაფხულზე მიიღებს," - აღნიშნულის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განაცხადა.

დეტალები იხილეთ ვიდეოში

წაიკითხეთ სრულად