Baby Bag

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხის იაკობ გოგებაშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილების ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე ადასტურებს.

მისი ინფორმაციით, მოსწავლის ინფიცირების წყარო ე.წ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერია, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, რომ მოსწავლეს სკოლაში არ უვლია, თუმცა მეგობრებთან ერთად კვების ობიექტში იყო დაბადების დღის აღსანიშნავად, სადაც მისი რამდენიმე თანაკლასელიც იმყოფებოდა. ამ ეტაპზე მოძიებულია კოვიდინფიცირებული მოსწავლის 14 კონტაქტი და კონტაქტების მოკვლევა გრძელდება.

ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლის ინფორმაციით, სკოლაში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა და დამატებითი პრევენციული ზომებისთვის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებს დაელოდებიან.

სკოლის დირექტორის თეა მეტრეველის თქმით, კოვიდინფიცირებულ მოსწავლეს ორ თანაკლასელთან ჰქონდა კონტაქტი. ისინი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

კოვიდის საწინააღმდეგო პირველ დასალევ პრეპარატს ავტორიზაცია მისცეს, წამალი გამოიყენება 12 წლიდან მსუბუქი და საშუალო სიმძიმის კოვიდის დროს

კოვიდის საწინააღმდეგო პირველ დასალევ პრეპარატს ავტორიზაცია მისცეს, წამალი გამოიყენება 12 წლიდან მსუბუქი და საშუალო სიმძიმის კოვიდის დროს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში კოვიდის საწინააღმდეგო პირველ დასალევ ანტივირუსულ პრეპარატზე წერს. ​MomsEdu.ge გთავაზობთ მის პოსტს:

​ამერიკის წამლის სააგენტომ ავტორიზაცია მისცა პირველ დასალევ კოვიდის საწინააღმდეგო ანტივირუსულ პრეპარატს - Plaxovid-ს. წამალი გამოიყენება 12 წლიდან მსუბუქი და საშუალო სიმძიმის კოვიდის დროს იმ პირებში, რომელთაც აქვთ დაავადების პროგრესირების ან სიკვდილის გაზრდილი რისკი. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ეს წამალი ომიკრონის ტალღის ტრაექტორიის შეცვლას“, - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

წაიკითხეთ სრულად