Baby Bag

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხის იაკობ გოგებაშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილების ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე ადასტურებს.

მისი ინფორმაციით, მოსწავლის ინფიცირების წყარო ე.წ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერია, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, რომ მოსწავლეს სკოლაში არ უვლია, თუმცა მეგობრებთან ერთად კვების ობიექტში იყო დაბადების დღის აღსანიშნავად, სადაც მისი რამდენიმე თანაკლასელიც იმყოფებოდა. ამ ეტაპზე მოძიებულია კოვიდინფიცირებული მოსწავლის 14 კონტაქტი და კონტაქტების მოკვლევა გრძელდება.

ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლის ინფორმაციით, სკოლაში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა და დამატებითი პრევენციული ზომებისთვის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებს დაელოდებიან.

სკოლის დირექტორის თეა მეტრეველის თქმით, კოვიდინფიცირებულ მოსწავლეს ორ თანაკლასელთან ჰქონდა კონტაქტი. ისინი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ექიმები 24 საათი მუშაობენ, დასიებული და უძილო თვალებით...მიყვარს ასე გაერთიანებული საქართველო და Ჩვენი გმირები!''

,,ექიმები 24 საათი მუშაობენ, დასიებული და უძილო თვალებით...მიყვარს ასე გაერთიანებული საქართველო და Ჩვენი გმირები!''

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილი, რომელიც მარნეულში იმყოფება სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ: 

,,სპეციალურად მოწყობილ ერთ-ერთ გამშვებ პუნქტთან ვდგავარ, ერთ-ერთი მეთაური მოდის სამხედროებთან და Თითოეულს ეკითხება, ხომ კარგად გრძნობენ Თავს, ხომ ყველამ მიიღო საკვები, რამე პრობლემა ხომ არ აქვთ, ბოლოს ახსენებს, რომ საქართველოს ახლა აქ სჭირდება მათი ყოფნა (მე ვერ მხედავს). 

გუშინ დილით, ასევე ერთ-ერთ გამშვებ პუნქტთან მოდის აღმოსავლეთ სარდალი, გენერალი ალექსანდრე კიკნაძე, Თითოეულ სამხედროს ეკითხება რამე პრობლემა ხომ არ აქვთ, Თავს ხომ კარგად გრძნობენ, რომ ამ ვირუსთან ბრძოლას მოვიგებთ!

Შსს-ს Თანამშრომლებს, მეთაურები საათში ერთხელ აკითხავენ, საკვებს აწვდიან, კითხულობენ ხომ კარგად არიან, დღეში რამდენჯერმე აწვდიან პირბადეებს, ხელთათმანს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები კი Თავის მხრივ ყველა მოქალაქეს დაუზარებლად უხსნიან რა სიმპტომები აქვს კორონას და რატომ უნდა დარჩნენ სახლში. ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში ასე მუშაობენ.

ექიმები 24 საათი მუშაობენ, დასიებული და უძილო თვალებით ყოველდღე კლინიკების გარდა კარდაკარ დადიან და თითოეულ მოქალაქეს სინჯავენ!

მიყვარს ასე გაერთიანებული საქართველო და Ჩვენი გმირები!

Ჩვენი ქვეყანა

Alexander Kiknadze გენერალო, განსაკუთრებული მადლობა ❤.''

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

წაიკითხეთ სრულად