Baby Bag

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხის იაკობ გოგებაშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილების ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე ადასტურებს.

მისი ინფორმაციით, მოსწავლის ინფიცირების წყარო ე.წ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერია, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, რომ მოსწავლეს სკოლაში არ უვლია, თუმცა მეგობრებთან ერთად კვების ობიექტში იყო დაბადების დღის აღსანიშნავად, სადაც მისი რამდენიმე თანაკლასელიც იმყოფებოდა. ამ ეტაპზე მოძიებულია კოვიდინფიცირებული მოსწავლის 14 კონტაქტი და კონტაქტების მოკვლევა გრძელდება.

ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლის ინფორმაციით, სკოლაში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა და დამატებითი პრევენციული ზომებისთვის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებს დაელოდებიან.

სკოლის დირექტორის თეა მეტრეველის თქმით, კოვიდინფიცირებულ მოსწავლეს ორ თანაკლასელთან ჰქონდა კონტაქტი. ისინი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

ვინ უნდა წარადგინოს სკოლიდან მასწავლებლის სტატუსის ცვლილების შესახებ წინადადება

ვინ უნდა წარადგინოს სკოლიდან მასწავლებლის სტატუსის ცვლილების შესახებ წინადადება

ვინ უნდა წარადგინოს სკოლიდან მასწავლებლის სტატუსის ცვლილების შესახებ წინადადება?

როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში აღნიშნეს, სკოლიდან მასწავლებლის სტატუსის ცვლილების შესახებ წინადადება სკოლის დირექტორმა უნდა წარადგინოს, მასწავლებლის სახლი განიხილავს მასწავლებლებლის სტატუსის ცვლილების შესახებ სკოლის დირექტორის მიერ წარდგენილ წინადადებას და ბრძანებით მიანიჭებს მასწავლებელს უფროსი მასწავლებლის სტატუსს. ამის შემდეგ მასწავლებელი მიიღებს გაზრდილ ხელფასს.

წაიკითხეთ სრულად