Baby Bag

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხის იაკობ გოგებაშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილების ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე ადასტურებს.

მისი ინფორმაციით, მოსწავლის ინფიცირების წყარო ე.წ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერია, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, რომ მოსწავლეს სკოლაში არ უვლია, თუმცა მეგობრებთან ერთად კვების ობიექტში იყო დაბადების დღის აღსანიშნავად, სადაც მისი რამდენიმე თანაკლასელიც იმყოფებოდა. ამ ეტაპზე მოძიებულია კოვიდინფიცირებული მოსწავლის 14 კონტაქტი და კონტაქტების მოკვლევა გრძელდება.

ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლის ინფორმაციით, სკოლაში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა და დამატებითი პრევენციული ზომებისთვის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებს დაელოდებიან.

სკოლის დირექტორის თეა მეტრეველის თქმით, კოვიდინფიცირებულ მოსწავლეს ორ თანაკლასელთან ჰქონდა კონტაქტი. ისინი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ მოვემზადოთ დირექტორთა სერტიფიცირების გამოცდისთვის - კანონები, სავალდებულო და დამხმარე ლიტერატურა

როგორ მოვემზადოთ დირექტორთა სერტიფიცირების გამოცდისთვის - კანონები, სავალდებულო და დამხმარე ლიტერატურა

თუ დირექტორთა სერტიფიცირების გამოცდისთვის ემზადებით, გთავაზობთ საგამოცდო პროგრამას, სადაც მოცემულია ის კანონები, დამხმარე და სავალდებული ლიტერატურა, რომლის ცოდნაც მოგეთხოვებათ.

საგამოცდო ტესტი სამი ნაწილისგან შედგება: საკანონმდებლო ბაზა, პროფესიული უნარები და ზოგადი უნარები. ტესტის მაქსიმალური ქულაა 100. 

იხილეთ ​კანონები, დამხმარე და სავალდებული ლიტერატურა

შეგახსენებთ, რომ სკოლის დირექტორობის მსურველთა რეგისტრაცია 3 თებერვალს დაიწყო და 17 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საიტზე www.directors.mes.gov.ge.

წაიკითხეთ სრულად