Baby Bag

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხის იაკობ გოგებაშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილების ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე ადასტურებს.

მისი ინფორმაციით, მოსწავლის ინფიცირების წყარო ე.წ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერია, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, რომ მოსწავლეს სკოლაში არ უვლია, თუმცა მეგობრებთან ერთად კვების ობიექტში იყო დაბადების დღის აღსანიშნავად, სადაც მისი რამდენიმე თანაკლასელიც იმყოფებოდა. ამ ეტაპზე მოძიებულია კოვიდინფიცირებული მოსწავლის 14 კონტაქტი და კონტაქტების მოკვლევა გრძელდება.

ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლის ინფორმაციით, სკოლაში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა და დამატებითი პრევენციული ზომებისთვის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებს დაელოდებიან.

სკოლის დირექტორის თეა მეტრეველის თქმით, კოვიდინფიცირებულ მოსწავლეს ორ თანაკლასელთან ჰქონდა კონტაქტი. ისინი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

„საიმედო ნაბიჯები იდგმება, არ შეშინდეთ! ჩვენ დავამარცხებთ COVID-19-ს“

„საიმედო ნაბიჯები იდგმება, არ შეშინდეთ! ჩვენ დავამარცხებთ COVID-19-ს“

„საიმედო ნაბიჯები იდგმება, არ შეშინდეთ! ჩვენ დავამარცხებთ COVID-19-ს“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცნობილი პედიატრი ინგა მამუჩიშვილი წერს.

„დონალდ ტრამპმა ამ წუთას გააკეთა განაცხადი ჰიდროქსიქლოროქინის სულფატი-ის გამოყენების შედეგად მიღებული საუკეთესო შედეგების შესახებ COVID-19-ის მკურნალობაში და ექიმის დანიშნულებით მედიკამენტის გამოყენების ნებართვა გასცა ქვეყნის მასშტაბით (მკურნალობის მიზნით), ხოლო ვირუსის ორგანიზმში შეჭრის პრევენციისთვის და მკურნალობის საწყის ეტაპზე გამოიყენებულმა რემდესივირმა შესანიშნავი შედეგები აჩვენა!!! საიმედო ნაბიჯები იდგმება!!! არ შეშინდეთ!!! ჩვენ დავამარცხებთ COVID-19-ს, უბრალოდ იყავით კანონმორჩილნი დაიცავით და მკაცრად შეასრულეთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მათი პროფესიონალიზმის წინაშე) სპეციალისტების რჩევები!!! სხვათა შორის, ჩვენებიც უკვე იყენებენ ამ პრეპარატებს წარმატებით. P.S არის კიდევ ბევრი სხვა მედიკამენტი, რომელიც გვაიმედებს და დაგვეხმარება რთული ფორმების მკურნალობაში, მათ შორისაა ტოცილიზუბამი (აქტემრა), რომელსაც მე დიდი ხანია ვიყენებ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ!!!“ - წერს პედიატრი ინგა მამუჩიშვილი.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“


წაიკითხეთ სრულად