Baby Bag

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხის იაკობ გოგებაშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილების ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე ადასტურებს.

მისი ინფორმაციით, მოსწავლის ინფიცირების წყარო ე.წ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერია, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, რომ მოსწავლეს სკოლაში არ უვლია, თუმცა მეგობრებთან ერთად კვების ობიექტში იყო დაბადების დღის აღსანიშნავად, სადაც მისი რამდენიმე თანაკლასელიც იმყოფებოდა. ამ ეტაპზე მოძიებულია კოვიდინფიცირებული მოსწავლის 14 კონტაქტი და კონტაქტების მოკვლევა გრძელდება.

ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლის ინფორმაციით, სკოლაში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა და დამატებითი პრევენციული ზომებისთვის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებს დაელოდებიან.

სკოლის დირექტორის თეა მეტრეველის თქმით, კოვიდინფიცირებულ მოსწავლეს ორ თანაკლასელთან ჰქონდა კონტაქტი. ისინი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული 5 მცირეწლოვანი პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა

ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული 5 მცირეწლოვანი პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა

,,ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მოთავსებული 5 მცირეწლოვანის მდგომარეობა საყურადღებოა,'' - ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციონისტმა ნინო ალხაზიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა დღეს არ გამოვლენილა.

„ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში მკურნალობს 55 პაციენტი, აქედან 13 არის კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა. ჩვენს კლინიკაში ახალი დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს. ამ 13 პაციენტიდან 5-თან არის პნევმონია, ანუ შედარებით საყურადღებო პაციენტები არიან, მაგრამ 1 განსაკუთრებით საყურადღებო და მძიმეა. ამ ეტაპზე კლინიკაში მოთავსებულია 5 მცირეწლოვანი პაციენტი და მათი მდგომარეობაც საყურადღებოა,“ - დასძინა ნინო ალხაზიშვილმა.

უახლესი ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 214, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 50, გარდაცვლილი- 3, კარანტინის რეჟიმში - 4722, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 408. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. Მოიწონეთ გვერდი Momsedu.ge - მცოდნე დედებისთვის

წაიკითხეთ სრულად