Baby Bag

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხის იაკობ გოგებაშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილების ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე ადასტურებს.

მისი ინფორმაციით, მოსწავლის ინფიცირების წყარო ე.წ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერია, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, რომ მოსწავლეს სკოლაში არ უვლია, თუმცა მეგობრებთან ერთად კვების ობიექტში იყო დაბადების დღის აღსანიშნავად, სადაც მისი რამდენიმე თანაკლასელიც იმყოფებოდა. ამ ეტაპზე მოძიებულია კოვიდინფიცირებული მოსწავლის 14 კონტაქტი და კონტაქტების მოკვლევა გრძელდება.

ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლის ინფორმაციით, სკოლაში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა და დამატებითი პრევენციული ზომებისთვის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებს დაელოდებიან.

სკოლის დირექტორის თეა მეტრეველის თქმით, კოვიდინფიცირებულ მოსწავლეს ორ თანაკლასელთან ჰქონდა კონტაქტი. ისინი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

რა ცვლილებები იგეგმება სქემაში 2019 წლის ბოლომდე

რა ცვლილებები იგეგმება სქემაში 2019 წლის ბოლომდე

რა ცვლილებები იგეგმება სქემაში 2019 წლის ბოლომდე?

აღნიშნულ კითხვას მასწავლებლის პროფესიული გამვითარების ეროვნულ ცენტრში უპასუხეს.

მათი განმარტებით,

  1. უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლები ინარჩუნებენ სტატუსს უვადოდ;
  2. მხოლოდ იმ უფროს მასწავლებელს მიეცემა სტატუსის ამაღლებისათვის გარე დაკვირვებაზე დარეგისტრირების საშუალება, რომლსაც 2018-2019 სასწავლო წლის ბოლოსთვის მოპოვებული ექნება 15 კრედიტქულა დარჩენილი სავალდებულო (2 სამოდელო გაკვეთილი და პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა) და არჩევითი აქტივობებით.

აღსანიშნავია, რომ *უფროს მასწავლებელს უფლება აქვს, მოიპოვოს მენტორი მასწავლებლის სტატუსი წამყვანის გამოტოვებით.

წაიკითხეთ სრულად