Baby Bag

გამოკვლეული მასწავლებლებიდან 7-ს კორონავირუსი დაუდგინდა

გამოკვლეული მასწავლებლებიდან 7-ს კორონავირუსი დაუდგინდა

,,გამოკვლეული მასწავლებლებიდან 7-ს კორონავირუსი დაუდგინდა'' - აღნიშნულის შესახებ დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

როგორც მან ბათუმში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, საუბარია იმ მასწავლებლებზე, რომლებიც ზაფხულში აჭარაში იმყოფებოდნენ:

„მოგახსენებთ, რომ ჩვენ ვიკვლევდით და ვიკვლევთ მასწავლებლებს, მაგრამ რატომღაც ისინი ოდნავ მოეშვნენ. დაახლოებით 2200 მასწავლებელია, ვინც ზაფხულში, განსაკუთრებით აგვისტოს მეორე ნახევარში აჭარაში იმყოფებოდა და ისინი საქართველოს ყველა რეგიონში გამოკვლევას დაექვემდებარნენ. 2200-დან გამოკვლევაზე მივიდა მხოლოდ 1011, ანუ 46% და 7 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ამიტომ, ისევ და ისევ გთხოვთ ყველა რეგიონში მასწავლებლებს, ვინც ზაფხულის განმავლობაში, განსაკუთრებით აგვისტოში აჭარაში იყვნენ, მიბრძანდნენ გამოსაკვლევად. ამას სახელმწიფო თავის თავზე იღებს. დაუკავშირდნენ თავიანთი მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს და გამოკვლევები ჩატარდება“, - დაძინა ამირან გამყრელიძემ.


შეიძლება დაინტერესდეთ

რა მისამართზე უნდა შეხვიდეთ ელექტრონული ჟურნალის გამოყენებისთვის? - 14 ოქტომბრიდან, ელექტრონულ ჟურნალში შესვლას შეძლებთ მხოლოდ მისი ოფიციალური ვებ-გვერდიდან

რა მისამართზე უნდა შეხვიდეთ ელექტრონული ჟურნალის გამოყენებისთვის? - 14 ოქტომბრიდან, ელექტრონულ ჟურნალში შესვლას შეძლებთ მხოლოდ მისი ოფიციალური ვებ-გვერდიდან
იქიდან გამომდინარე, რომ Microsoft Teams-იდან ჟურნალში შესვლის დროს, დამახსოვრებული იყო ძველი ინფორმაცია და მომხმარებლების უმრავლეს ნაწილთან წერდა ,,მიმდინარეობს განახლება” მაშინ, როდესაც ჟურნალი რეალურად ჩართული იყო, ხვალიდან, 14 ოქტომბრიდან, ელექტრონულ ჟურნალში შესვლას შეძლებთ მხოლოდ მისი ოფიციალური ვებ-გვერდიდან: https://onlineschool.emis.ge

ამისათვის როგორც კომპიუტერიდან,ისე მობილურიდან უნდა გახსნათ ბრაუზერი (Google Chrome, Opera,Microsoft Edge ან სხვა) და ჩაწეროთ https://onlineschool.emis.ge

ელექტრონული ჟურნალის მობილურ აპლიკაცია ამ ეტაპისთვის არ ფუნქციონირებს.

აღნიშნულ ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს. 

წაიკითხეთ სრულად