Baby Bag

მოსწავლისადმი გარყვნილი ქმედებისთვის 65 წლის მასწავლებელს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

მოსწავლისადმი გარყვნილი ქმედებისთვის 65 წლის მასწავლებელს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მოსწავლეზე გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებული მასწავლებელი ა.ვ. დამნაშავედ ცნო და მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 23 მარტს, ფეხბურთელთა გუნდის მწვრთნელმა - მასწავლებელმა, 65 წლის ა.ვ.-მ არასრულწლოვან მოსწავლე გოგონასთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.
სამართალდამცველებმა ა.ვ. 2018 წლის 31 მარტს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გარყვნილი ქმედება, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ იქნება მასწავლებელთა ხელფასები სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით?

როგორ იქნება მასწავლებელთა ხელფასები სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით?

„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების წესში“ ცვლილება შევიდა. 

ცვლილებები 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება. 

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა იქნება:

ა) უფროსი მასწავლებლისათვის 470 ლარი;

ბ) წამყვანი მასწავლებლისათვის 850 ლარი;

გ) მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისათვის 1150 ლარი.

როგორ იქნება მასწავლებელთა ხელფასები სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით?

5-დან 10 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებელთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

ბრძანება იხილეთ ბმულზე - ბრძანება №187/ნ

წაიკითხეთ სრულად