Baby Bag

მოსწავლისადმი გარყვნილი ქმედებისთვის 65 წლის მასწავლებელს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

მოსწავლისადმი გარყვნილი ქმედებისთვის 65 წლის მასწავლებელს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მოსწავლეზე გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებული მასწავლებელი ა.ვ. დამნაშავედ ცნო და მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 23 მარტს, ფეხბურთელთა გუნდის მწვრთნელმა - მასწავლებელმა, 65 წლის ა.ვ.-მ არასრულწლოვან მოსწავლე გოგონასთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.
სამართალდამცველებმა ა.ვ. 2018 წლის 31 მარტს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გარყვნილი ქმედება, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

შეიძლება დაინტერესდეთ

კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც შეფასდება მასწავლებელთა ტესტები

კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც შეფასდება მასწავლებელთა ტესტები

გთავაზობთ კრიტერიუმებს, რის მიხედვითაც მასწავლებლები გამოცდებზე შეფასდებიან. 

კრიტერიუმები საგნების მიხედვით იხილეთ ბმულზე - ტესტის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები

იხილეთ ასევე:

„დიახ, მე პრაქტიკოსი ვარ და ვისაც სურს, შემეჯიბროს ბავშვების აღზრდაში...“ - მასწავლებლის მიმართვა განათლების მინისტრს

წაიკითხეთ სრულად