„სწავლა, რა თქმა უნდა, იწყება 15 სექტემბრიდან დისტანციურად,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა 1-ლი ოქტომბრიდან განახლდება:
„ჩვენ ისედაც მზად გვქონდა სწავლების ჰიბრიდული ფორმა. ამ ჰიბრიდული მოდელის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა კლასში სხვადასხვა რაოდენობის მოსწავლეები არიან და გადანაწილებული იყო, ნაწილი დისტანციურად, ნაწილი კლასებში. სწავლა ყველგან დაიწყებადისტანციურად15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში კი 1-ლი ოქტომბრიდან. ეს ეხება ყველას, მათ შორის კერძო სკოლებსაც. ასევე, ეს ეხება სხვადასხვა წრეს (ბავშვები, მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა წრეზე დადიან), რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ. ღია ცის ქვეშ არსებულ წრეებთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგები და ჯანსაცვის სამინისტრო სპეციალურ პროტოკოლს შეიმუშავებენ და განმარტებას გააკეთებენ უახლოეს პერიოდში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, ხოლო სასწავლო კლასებსა და აუდიტორიებში პირველი ოქტომბრიდან.
,,ჩაკეტეთ ქვეყანა მინიმუმ 40 დღით,სანამ კიდე გვაქვს დრო!!!...ინდური შტამი არის მკვლელი შტამი, ის უბრალოდ კლავს''
ექიმი გიგა ქადაგიშვილი კორონავირუსის ინდურ შტამთან დაკავშირებით პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს, რომელსაც MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:
,,ჩაკეტეთ ქვეყანა მინიმუმ 40 დღით, სანამ კიდე გვაქვს დრო!!!
ჩინეთის მაგალითმა გვაჩვენა, რომ ვირუსის წინააღმდეგ ერთადერთი წამალი არის კარანტინი.
ინდური შტამი არის მკვლელი შტამი, ის უბრალოდ კლავს (და ძალიან გთხოვთ ნუ დამიწყებთ ეხლა იმას, რომ პანიკას ვთესავ, მთელს მსოფლიოში არის პანიკა იმიტომ რომ გამოსავალს ვერ პოულობენ). არცერთი ვაქცინა არ არის ეფექტური ამ შტამის მიმართ.
ათასობით ინდოელი სტუდენტი შემოდის ქვეყანაში პირდაპირ ინდოეთიდან ან სხვა ქვეყნის გავლიით.( ხაზს უსვამ არ ვარ იმის წინააღმდეგი,რომ ვინმე შემოვიდეს ქვეყანაში)თუ შემოიპარა ეს ვერაგი შტამი საქართველოში ერთ კვირაში დაინფიცირდება მთელი ქვეყანა და როგორ ფიქრობთ არის საავადმყოფოებში მთელი ქვეყნისთვის ადგილი?!!! უნდა დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში და რამენაირად გადავიტანოდ ეს ურთულესი პერიოდი. ეს ვარაგი შტამი შეეხება ყველას რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს.
იმედი მაქვს სწორად შეაფასებთ დღევანდელ მოცემულობას!!!! ჯანმრთელობას გისურვებთ
ინდოეთში კატასტროფა ხდება - მსოფლიო რეკორდი მოიხსნა, ოფიციალური მონაცემებით 350.000 ადამიანი ავადდება დღეში უკვე მეოთხე დღეა. კრემატორიუმში გვამების დაწვას ვერ აუდიან, საავადმყოფოებში ადგილები არ არის, ჟანგბადის საშინელი დეფიციტია. ამ ფონზე ინდოელი ექიმები ამბობენ, რომ მომავალი ორი კვირა კიდევ უფრო დრამატული იქნება. შტამი, რომელიც ინდოეთში გაჩნდა b1.617 არის ბევრად უფრო საშიში, ვიდრე კორონავირუსის პირველი ვარიანტი - ინდოეთმა პირველი ტალღა მეტ-ნაკლებად კარგად მოიგერია. ძალიან მძიმე მდგომარეობაა ბრაზილიაშიც - ბრაზილიული შტამი ახლაგაზრდებს ირჩევს სამიზნედ,'' - აღნიშნავს ექიმი.