„სწავლა, რა თქმა უნდა, იწყება 15 სექტემბრიდან დისტანციურად,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა 1-ლი ოქტომბრიდან განახლდება:
„ჩვენ ისედაც მზად გვქონდა სწავლების ჰიბრიდული ფორმა. ამ ჰიბრიდული მოდელის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა კლასში სხვადასხვა რაოდენობის მოსწავლეები არიან და გადანაწილებული იყო, ნაწილი დისტანციურად, ნაწილი კლასებში. სწავლა ყველგან დაიწყებადისტანციურად15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში კი 1-ლი ოქტომბრიდან. ეს ეხება ყველას, მათ შორის კერძო სკოლებსაც. ასევე, ეს ეხება სხვადასხვა წრეს (ბავშვები, მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა წრეზე დადიან), რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ. ღია ცის ქვეშ არსებულ წრეებთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგები და ჯანსაცვის სამინისტრო სპეციალურ პროტოკოლს შეიმუშავებენ და განმარტებას გააკეთებენ უახლოეს პერიოდში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, ხოლო სასწავლო კლასებსა და აუდიტორიებში პირველი ოქტომბრიდან.
,,შეპირებული კარგი ამბები - პოტენციურად საინტერესო წამალი მოადგა კვლევების მე-3 ფაზას''
პროფესორი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტის შესახებ წერს, რომელმაც კვლევებში კარგი შედეგი აჩვენა:
,,შეპირებული კარგი ამბები.
კიდევ ერთი (წლის ბოლომდე კიდევ ბევრი ასეთი კარგი ამბავი იქნება) პოტენციურად საინტერესო წამალი “Molnupiravir” მოადგა კვლევების მე-3 ფაზას. მე-2 ფაზაში საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა (იხილეთ ბმული). დაველოდოთ მაგრამ, სანამ ეს ან სხვა წამალი/წამლები იქნება ხელმისაწვდომი, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.
აიცერით დროზე ფაიზერით, სანამ ის ჯერ კიდევ არის ხელმისაწვდომი …
ჯანმრთელობას გისურვებთ!
პ.ს: ისე, მერსკი, ამ წამლის კვლევაში ჩართული კომპანიაა, ვაქცინაზე მუშაობდა და ერთ -ერთი საუკეთესო კანდიდატი ვაქცინა იყო, მაგრამ ვერ გაამართლა და განაცხადა, რომ მთელ რესურსს წამალზე გადაიტანს. დაველოდოთ …'' - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.