„სწავლა, რა თქმა უნდა, იწყება 15 სექტემბრიდან დისტანციურად,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა 1-ლი ოქტომბრიდან განახლდება:
„ჩვენ ისედაც მზად გვქონდა სწავლების ჰიბრიდული ფორმა. ამ ჰიბრიდული მოდელის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა კლასში სხვადასხვა რაოდენობის მოსწავლეები არიან და გადანაწილებული იყო, ნაწილი დისტანციურად, ნაწილი კლასებში. სწავლა ყველგან დაიწყებადისტანციურად15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში კი 1-ლი ოქტომბრიდან. ეს ეხება ყველას, მათ შორის კერძო სკოლებსაც. ასევე, ეს ეხება სხვადასხვა წრეს (ბავშვები, მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა წრეზე დადიან), რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ. ღია ცის ქვეშ არსებულ წრეებთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგები და ჯანსაცვის სამინისტრო სპეციალურ პროტოკოლს შეიმუშავებენ და განმარტებას გააკეთებენ უახლოეს პერიოდში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, ხოლო სასწავლო კლასებსა და აუდიტორიებში პირველი ოქტომბრიდან.
100%-იანი ალბათობით საქართველოში პანდემია 2020 წლის 28 ივლისს უნდა დასრულდეს
სინგაპურის ტექნოლოგიების და დიზაინის უნივერსიტეტის მკვლევრებმა კორონავირუსის პანდემიის დასრულების ვადები გამოთვალეს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საიტზე - ddi.sutd.edu.sgგამოქვეყნდა.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებს შორის საქართველოცაა. როგორ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოში პანდემია 97%-იანი ალბათობით 2020 წლის 6 ივნისს დასრულდება, 99%-იანი ალბათობით 2020 წლის 25 ივნისს, 100%-იანი ალბათობით კი, ქვეყანაში პანდემია 2020 წლის 28 ივლისს უნდა დასრულდეს.
,,კვლევა საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიზნებისთვის არის გათვლილი და შესაძლოა, მცირე ცდომელებას შეიცავდეს,'' - აღნიშნავენ კვლევის ავტორები.