„სწავლა, რა თქმა უნდა, იწყება 15 სექტემბრიდან დისტანციურად,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა 1-ლი ოქტომბრიდან განახლდება:
„ჩვენ ისედაც მზად გვქონდა სწავლების ჰიბრიდული ფორმა. ამ ჰიბრიდული მოდელის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა კლასში სხვადასხვა რაოდენობის მოსწავლეები არიან და გადანაწილებული იყო, ნაწილი დისტანციურად, ნაწილი კლასებში. სწავლა ყველგან დაიწყებადისტანციურად15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში კი 1-ლი ოქტომბრიდან. ეს ეხება ყველას, მათ შორის კერძო სკოლებსაც. ასევე, ეს ეხება სხვადასხვა წრეს (ბავშვები, მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა წრეზე დადიან), რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ. ღია ცის ქვეშ არსებულ წრეებთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგები და ჯანსაცვის სამინისტრო სპეციალურ პროტოკოლს შეიმუშავებენ და განმარტებას გააკეთებენ უახლოეს პერიოდში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, ხოლო სასწავლო კლასებსა და აუდიტორიებში პირველი ოქტომბრიდან.
თუ Teams-ში შესვლასთან დაკავშირებით პრობლემა გაქვთ, გაეცანით რეკომენდაციებს
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა აქვეყნებს ინფორმაციას მათთვის, ვისაც Teams-ში შესვლასთან დაკავშირებით პრობლემა აქვს. MomsEdu.geგთავაზობთ პოსტს:
„როდესაც ა პ ლ ი კ ა ც ი ი დ ა ნ ცდილობთ თიმსში შესვლას, თუმცა ვერ ახერხებთ, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი ყ ვ ე ლ ა მითითება!
1) თუ კომპიუტერიდან შედიხართ, პირველ რიგში, კომპიუტერში გადაამოწმეთ, რომ დროის სარტყელი იყოს +4-ზე.
ამის შემდეგ გახსენით (როგორც კომპიუტერიდან ისე მობილურიდან) „google chrome ან Microsoft edge, ან Mozilla firefox“, შედით https://email.mes.gov.ge -ზე და აირჩიეთ თიმსში შესვლა. (აუცილებელია, რომ შეხვიდეთ ზემოთ მოცემული ბრაუზერით ერთ-ერთი მათგანით, (მობილურიდანაც) ნაცვლად ა პ ლ ი კ ა ც ი ი ს ა).
2) როდესაც შეხვალთ, მოგთხოვთ ვერიფიკაციის გავლას, რომელიც აუცილებლად უნდა გაიაროთ და არ გამოტოვოთ. (იხ. ინსტრუქცია https://youtu.be/W3ZCjLgD4VU)
3) მნიშვნელოვანია, რომ დარწმუნებული იყოთ თქვენი მომხმარებლის სახელის (ელფოსტა @students.gov.ge ან @teachers.gov.ge ) სისწორეში. ამის გადამოწმება შეგიძლიათ paroli.ge-ზე მითითებების შესრულებით. თუ არ გახსოვთ ზუსტად, შეგიძლიათ აღადგინოთ პაროლი. (იხ. ინსტრუქცია https://youtu.be/YVsNHZhtYRU)
4) როდესაც ბრაუზერიდან ერთჯერადად გაივლით ვერიფიკაციას, ამის შემდეგ შეძლებთ მობილურის/კომპიუტერის ა პ ლ ი კ ა ც ი ი დ ა ნ სარგებლობას.
ყველა ზემოთ მოცემული მითითებების სწორად, ზედმიწევნით შესრულების შემდეგ პრობლემა არ გექნებათ თიმსში ავტორიზაციის.
გთხოვთ ყურადღებით გაეცანით და იმოქმედეთ მოცემული რეკომენდაციით.
ასევე, სასურველია განაახლოთ თქვენს მოწყობილობაში თიმსის აპლიკაცია. წაშალეთ და ახლიდან დააინსტალირეთ. როგორც კომპიუტერში, ისე მობილურში. (https://youtu.be/VOFQekFh15k)“ - აღნიშნულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.