ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 21 თანაშრომელს, მათ შორის დირექტორსა და მის მოადგილეს, კორონავირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსზე ტესტის პასუხი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
სკოლის წარმომადგენლის, ნათია ხაზარაძის თქმით, თანამშრომლების ნაწილი ამ დროისთვის სკოლაში იმყოფება და სასწრაფო დახმარების ჯგუფებს ელოდება. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არავის აქვს.
ქართულში ყველაზე გავრცელებულ შეცდომებზე ნათია მასწავლებლი საუბრობს - მოასმენინეთ მოსწავლეებს
საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,პირველი არხი - განათლება” (ყოფილი მეორე არხი) ეთერით მოსწავლეებისთვის პროექტი „ტელესკოლა“ წარმატებით მიმდინარეობს. ერთი თვის მონაცემების მიხედვით, „ტელესკოლის“ გაკვეთილები მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.
,,ტელეგაკვეთილები'' ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას აძლევს, საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში ნახოს.
ნახეთ ქართულის მასწავლებლის ნათია ფურცელაძის ,,ტელეგაკვეთილი'', რომელიც ქართულში ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს ეხება. (ქართული, VII კლასი - გრამატიკის გაკვეთილი, ნაცვალსახელთა მართლწერა)
შეგახსენებთ, რომ ტელეგაკვეთილები ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას აძლევს, საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში ნახოს.
იხილეთ ,,ტელესკოლის'' გაკვეთილების ცხრილი ბმულზე.