Baby Bag

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება. კოდექსი გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მომზადდა, ინიციატორი პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძეა, რომელმაც კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, მიზანმიმართულ ზრუნვას კარგი შედეგის მოტანა შეუძლია და ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ აქვთ საკუთარი უფლებები.

„მათ ასევე უნდა იცოდნენ, რომ სხვებსაც აქვთ უფლებები და ბავშვებმა მათ უფლებებს პატივი უნდა სცენ. პატივი უნდა სცენ ოჯახს, საზოგადოებასა და სახელმწიფოს. სწორედ ეს ბალანსი ქმნის საბოლოო ჯამში სოლიდარობაზე დაფუძნებულ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე უნდა ვიზრუნოთ სისტემურად და არა ფრაგმენტულად“- განაცხადა სოფო კილაძემ.

მისივე თქმით, ის ამაყობს იმით, რომ ბავშვთა უფლებების კოდექსი ერთ-ერთი სამაგალითო რეფორმაა, რომელსაც ყველა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი.

წყარო: ​i​medinews.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 348 ადამიანი - როგორია დღევანდელი სტატისტიკა?

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 348 ადამიანი - როგორია დღევანდელი სტატისტიკა?
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 675 771 , ბოლო 24 საათში - 5 219.

მათ შორის გამოჯანმრთელებული - 619 285, ბოლო 24 საათში - 2 348 ადამიანი. რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, ბოლო 24 საათში - 42, ჯამში 9 588 ადამიანია გარდაცვლილი.

ქვეყანაში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,11%-ია, ბოლო 14 დღის - 8,79%, ბოლო 7 დღის - 9,02%.

რაც შეეხება აცრებს, სულ ჩატარდა - 1 926 893 აცრა, დღიურად აცრილია - 5 543 ადამიანი. 

წაიკითხეთ სრულად