სკოლები 15 სექტემბრიდან გაიხსნება, საბავშვო ბაღები - 1-ლი ოქტომბრიდან, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე წერს.
ამასთან, როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, 15 სექტემბრიდან განაახლებენ მუშაობას კინოთეატრები, 1-ლი ოქტომბრიდან კი თეატრები გაიხსნება.
„კოვიდ 19-თან ბრძოლაში ვინარჩუნებთ თანმიმდევრულ მიდგომას და ეტაპობრივ ვხსნით: საბავშვო ბაღებს და თეატრებს 1-ლი ოქტომბრიდან, სკოლებს და კინოთეატრებს 15 სექტემბრიდან, დაბა მესტიას და ლენჯერს 2 სექტემბრიდან,“ - წერს გიორგი გახარია.
თიკა მახალდიანის პირველი სატელევიზიო ინტერვიუ დედის ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ
თიკა მახალდიანის პირველი სატელევიზიო ინტერვიუ დედის ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ, რომელიც ნასვამი პოლიციელის ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა.
,,ჩემი სილამაზე აღარ მყავს. დედა მომიკლეს საკუთარ სახლში! ჩემი მზეთუნახავი დედიკო, მაგრამ ის მაძლიერებს მარტო რო სამოთხეში წავიდა. მადლობა ყველას სათითაოდ,'' - წერს თიკა მახალდიანი სოციალურ ქსელში და დედის ფოტოს აქვეყნებს.