სკოლები 15 სექტემბრიდან გაიხსნება, საბავშვო ბაღები - 1-ლი ოქტომბრიდან, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე წერს.
ამასთან, როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, 15 სექტემბრიდან განაახლებენ მუშაობას კინოთეატრები, 1-ლი ოქტომბრიდან კი თეატრები გაიხსნება.
„კოვიდ 19-თან ბრძოლაში ვინარჩუნებთ თანმიმდევრულ მიდგომას და ეტაპობრივ ვხსნით: საბავშვო ბაღებს და თეატრებს 1-ლი ოქტომბრიდან, სკოლებს და კინოთეატრებს 15 სექტემბრიდან, დაბა მესტიას და ლენჯერს 2 სექტემბრიდან,“ - წერს გიორგი გახარია.
,,ასეთი რამ 20 წელიწადში ერთხელ ხდება - აანთეთ სანთლები, ჩაუთქვით სურვილები''
,,დღეს საკრალური დღეა, ახალი, მერწყულების ეპოქა იწყება და 2160 წლი გასტანს იგი. საღამოს 21 საათსა და 12 წუთზე იუპიტერი და სატურნი, ორი ყველაზე დიდი პლანეტა ხვდება ერთმანეთს და იწყება ახალი ერა,'' - აღნიშნულის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ,,იმედის დილის'' ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ასეთი რამ 20 წელიწადში ერთხელ ხდება და უნდა აანთოთ სანთლები, ჩაუთქვათ სურვილები.
მოისმინეთ კვირის ასტროლოგიური პროგნოზი დეტალურად მიხეილ ცაგარელისაგან ☝️