ყველა სტუდენტი, რომელიც არის სოციალურად დაუცველი და არის 150 ათას ქულამდე კატეგორიაში, სახელმწიფოს მხრიდან 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის სრულ ანაზღაურებას მიიღებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, 150 000 სოციალურ ქულამდე მყოფ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, რომელთაც სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო შეუჩერდათ, სახელმწიფო 1 წლის სწავლის საფასურს სრულად დაუფინანსებს.
პრემიერის განცხადებით, ჯამში ამ შეღავათებით საქართველოში ისარგებლებს 33 000-ზე მეტი სტუდენტი.
,,დიაგნოზის დასმის შემდეგ ზოგს მაინც არ სჯერა კორონავირუსის არსებობის, ეს არის საოცრება''
,,დიაგნოზის დასმის შემდეგ ზოგს მაინც არ სჯერა კორონავირუსის არსებობის, ეს არის საოცრება'' - აღნიშნულის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ,,იმედის დილის" ეთერში განაცხადა.
„ზაფხულში ცოტა ზედმეტი სიმშვიდე დაგვეუფლა, თითქოს ადამიანებმა დაიჯერეს, რომ კორონა ჩვენგან შორის იყო. ეს პარადოქსულია, გაოცებული ვუყურებ და ვკითხულობ სოციალურ ქსელში უამრავი პოსტი დევს, ხალხს ვირუსის არსებობის არ სჯერა. ასეთ ადამიანებს ათასჯერ უნდა ვუთხრათ, რომ ნუ ეხუმრებიან ამ დაავადებას, როგორ შეიძლება დღეს იმაზე ლაპარაკი, რომ კორონა არ არსებობს. უკვე აღარ არსებობს ოჯახი, სამეზობლო ან მეგობარი, რომ კორონა არ ჰქონდეს. დიაგნოზის დასმის შემდეგ ზოგს არ სჯერა ამ ვირუსის არსებობის, ეს არის საოცრება“, - დასძინა მაია ბუწაშვილმა.