Baby Bag

არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე პოლიციელი დააკავეს

არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე პოლიციელი დააკავეს

პროკურატურამ სოფელ არაგვისპირთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც არასრულწლოვნის გარდაცვალება გამოიწვია, პოლიციის თანამშრომელი დააკავა.

„გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 26 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ვ.ფ. მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით სტეფანწმინდის მიმართულებით მოძრაობდა. სოფელ არაგვისპირთან ვ.ფ. შეეჯახა ქვეითად მოსიარულე, არასრულწლოვან ლ.ზ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა,“ - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მე გეტყვით ჩემს მოსაზრებას, გადაწყვეტილება თქვენზეა''

,,მე გეტყვით ჩემს მოსაზრებას, გადაწყვეტილება თქვენზეა''

პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვაქცინის შესახებ საუბრობს. 

,,მე გეტყვით ჩემს მოსაზრებას, გადაწყვეტილება თქვენზეა. სულ 10 ვაქცინაა, რომელიც სხვადასხვა რეგულატორების მიერ არის დამტკიცებული, ასევე ჯანმოს მიერ არის დამტკიცებული ორი ვაქცინა - ფაიზერი და ასტრაზენეკა, რომელსაც ორი განშტოება აქვს, ერთი ინდური და მეორე სამხრეთ კორეული...რაც შეეხება საქართველოში არსებულ ვაქცინას - ასტრაზენეკას აქვს სხვადასხვა მარეგულირებლების თანხმობა, მაგრამ ყველა ეს თანხმობა არის დროებითი. რას ნიშნავს ეს? - ვაქცინამ გაიარა რაღაც ეტაპები, არის უსაფრთო გარკვეული პერიოდი, მაგრამ ბოლომდე არ არის შესწავლილი. ყველა წამალს სჭირდება დრო. დროს კი ვერ იყიდი. ეს დრო კი ჯერჯერობით გასული არ არის, რომ ჩვენ ზუსტად ვიცოდეთ, რა ეფექტები აქვს, როგორ მუშაობს,'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე. 

ნახეთ ვიდეო ☝️

წაიკითხეთ სრულად