Baby Bag

სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მცირეწლოვანი ბავშვი თელავში, ბავშვთა კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა, ამიტომ ექიმებმა ვირუსზე ტესტი ჩაუტარეს.

ამ დროისთვის სოფელში ეპიდემიოლიგები მუშაობენ. 11 ადამიანს ბიოლოგიური ნიმუში უკვე გაგზავნეს ლუგარის ლაბორატორიაში. პასუხები ცნობილი ხვალ დილით გახდება. მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება. რაც შეეხება წყაროს, მისი დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.


შეიძლება დაინტერესდეთ

კოვიდინფიცირებულთა ახალი შემთხვევების რაოდენობამ იკლო - სტატისტიკა

კოვიდინფიცირებულთა ახალი შემთხვევების რაოდენობამ იკლო - სტატისტიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 2 262 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 2 795 ადამიანი. 

ბოლო 24 საათში გარდაცვალების 54 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში დღემდე 8 089 ადამიანი გარდაიცვალა. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელია - 6,61%, ბოლო 14 დღის - 8,27%, ბოლო 7 დღის - 7,42%. 

რაც შეეხება ვაქცინაციას, სულ ჩატარდა - 1 433 296 აცრა, დღიურად აცრილია - 24 325
კარანტინის რეჟიმში ამჟამად 84 ადამიანი იმყოფება. 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 327, ხოლო კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობაა 1 918.

წაიკითხეთ სრულად