1-ლი იანვრიდან მანდატურის თანამშრომლებს ხელფასი 200 ლარით გაეზრდებათ, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა.
ამასთან, როგორც ჯაშმა აღნიშნა, 2019 წლის ბოლომდე მანდატურების რაოდენობის ზრდაც იგეგმება.
„130-საჯარო სკოლაში დამატებით მოხდება მანდატურის თანამშრომლების აყვანა და 2019 წლის ბოლომდე მანდატურის თანამშრომლები უსაფრთხოებას დაიცავენ 588 სკოლაში,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
იხილეთ ასევე: 2019 წელს ზოგადი განათლების დაფინანსება 750.5 მლნ ლარამდე იზრდება
სკოლების ინფრასტრუქტურის დაფინანსებისთვის 2019 წელს 150 მლნ ლარზე მეტი გამოიყოფა - ფინანსთა მინისტრი