Baby Bag

დაჯარიმდებიან თუ არა პირბადის წესის დარღვევის გამო მოსწავლეები?

დაჯარიმდებიან თუ არა პირბადის წესის დარღვევის გამო მოსწავლეები?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ პირბადის წესის დარღვევის გამო 16 წლამდე ასაკის პირები არ დაჯარიმდებიან.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატმა რეზო არველაძემ დასვა საკითხი, შეეხებათ თუ არა ბავშვებს პირბადის წესის დარღვევის გამო, ჯარიმები.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ კი განმარტა, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იწყება 16 წლის ასაკიდან და შესაბამისად 16 წლამდე პირს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება:

„რაც შეეხება განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ამ ეტაპზე სასწავლო პროცესი ჯერ არ არის ნებადართული და დისტანციურ რეჟიმზე არის ეს ყველაფერი გადასული. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად სწორად და გათვლილად მოვახდენთ რეგულაციების ადაპტირებას შემდგომშიც, თუკი ეს დაგვჭირდება. ეს არ არის რეგულაცია, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ვინმე სკოლის მოსწავლე დააჯარიმოს. 16 წლის ასაკიდან ადმინისტრაციული სამართალი ცნობს პასუხისმგებლობის დაკისრებას, ყველამ უნდა გაითავისოს ეს,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

წყარო: ​1tv.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

საქართველოს ყველა რაიონში ტექნოლოგიების ექსპერტები სასკოლო საზოგადოებას დისტანციურ სწავლებაში ეხმარებიან

საქართველოს ყველა რაიონში ტექნოლოგიების ექსპერტები სასკოლო საზოგადოებას დისტანციურ სწავლებაში ეხმარებიან

კორონავირუსის პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესი გადავადდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დისტანციურ სწავლების ერთ-ერთ საშუალებას ელექტრონულ ფორმატს განიხილავს, როგორც ალტერნატივას შექმნილ ვითარებაში სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვისთვის და აძლიერებს აღნიშნულ მიმართულებებს.

საქართველოს ყველა რაიონში შეიქმნა ვირტუალური საკონსულტაციო სივრცეები, რომლებშიც „ახალი სკოლის მოდელის“ მოხალისე ტექნოლოგიების ექსპერტები ტექნოლოგიების მიმართულებით სასკოლო საზოგადოებას დისტანციურ სწავლებაში ეხმარებიან.

თბილისის საკონსულტაციო სივრცეები:

დიდუბე-ჩუღურეთი
ვაკე-საბურთალო
ძველი თბილისი
ისანი-სამგორი
გლდანი-ნაძალადევი

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საკონსულტაციო სივრცეები:

​მცხეთა 
​დუშეთი 
​ყაზბეგი
​თიანეთი

ქვემო ქართლის რეგიონის საკონსულტაციო სივრცეები:

​რუსთავი
​მარნეული
​ბოლნისი
​გარდაბანი 
​დმანისი
​თეთრიწყარო
​წალკა

შიდა ქართლის რეგიონის საკონსულტაციო სივრცეები:

​ქარელი 
​კასპი 
​ხაშური 
​გორი 

კახეთის რეგიონის საკონსულტაციო სივრცეები:

გურჯაანი
ახმეტა
თელავი
სიღნაღი
ლაგოდეხი
საგარეჯო
ყვარელი
დედოფლისწყარო

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საკონსულტაციო სივრცეები:

​ასპინძა
​ახალქალაქი
​ბორჯომი
​ნინოწმინდა
​ახალციხე
​ადიგენი

იმერეთის რეგიონის საკონსულტაციო სივრცეები:

​ბაღდათი 
​ვანი 
​ხარაგაული
​სამტრედია 
​ზესტაფონი 
​თერჯოლა
​ჭიათურა 
​ხონი
​ტყიბული
​საჩერე
​წყალტუბო
​ქუთაისი

სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის საკონსულტაციო სივრცეები:

​ზუგდიდი
​სენაკი 
​აბაშა
​მესტია
​ხობი 
​მარტვილი 
​ფოთი
​ჩხოროწყუ
​წალენჯიხა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონის საკონსულტაციო სივრცეები:

​ამბროლაური
​ცაგერი 
​ლენტეხი
​ონი

აჭარის რეგიონის საკონსულტაციო სივრცეები:

​ქობულეთი 
​ხელვაჩაური 
​ბათუმი
​ქედა
​შუახევი 
​​ხულო 

გურიის რეგიონის საკონსულტაციო სივრცეები:

​ჩოხატაური
​ოზურგეთი
​ლანხუთი

წაიკითხეთ სრულად