Baby Bag

დაჯარიმდებიან თუ არა პირბადის წესის დარღვევის გამო მოსწავლეები?

დაჯარიმდებიან თუ არა პირბადის წესის დარღვევის გამო მოსწავლეები?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ პირბადის წესის დარღვევის გამო 16 წლამდე ასაკის პირები არ დაჯარიმდებიან.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატმა რეზო არველაძემ დასვა საკითხი, შეეხებათ თუ არა ბავშვებს პირბადის წესის დარღვევის გამო, ჯარიმები.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ კი განმარტა, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იწყება 16 წლის ასაკიდან და შესაბამისად 16 წლამდე პირს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება:

„რაც შეეხება განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ამ ეტაპზე სასწავლო პროცესი ჯერ არ არის ნებადართული და დისტანციურ რეჟიმზე არის ეს ყველაფერი გადასული. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად სწორად და გათვლილად მოვახდენთ რეგულაციების ადაპტირებას შემდგომშიც, თუკი ეს დაგვჭირდება. ეს არ არის რეგულაცია, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ვინმე სკოლის მოსწავლე დააჯარიმოს. 16 წლის ასაკიდან ადმინისტრაციული სამართალი ცნობს პასუხისმგებლობის დაკისრებას, ყველამ უნდა გაითავისოს ეს,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

წყარო: ​1tv.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

კრეატიული გაკვეთილის მაგალითი დაჩი მასწავლებლისგან

კრეატიული გაკვეთილის მაგალითი დაჩი მასწავლებლისგან

საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,პირველი არხი - განათლება” (ყოფილი მეორე არხი) ეთერით მოსწავლეებისთვის პროექტი „ტელესკოლა“ წარმატებით მიმდინარეობს. ერთი თვის მონაცემების მიხედვით, „ტელესკოლის“ გაკვეთილები მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. 

,,ტელეგაკვეთილები'' ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას აძლევს, საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში ნახოს.

ნახეთ მათემატიკის მასწავლებლის დაჩი ნანობაშვილის ,,ტელეგაკვეთილი'', რომელიც კრეატიულობით გამოირჩეოდა (მათემატიკა, I კლასი)👇

შეგახსენებთ, რომ ტელეგაკვეთილები ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას აძლევს, საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში ნახოს.

იხილეთ ,,ტელესკოლის'' გაკვეთილების ცხრილი ბმულზე.

წაიკითხეთ სრულად