Baby Bag

დაჯარიმდებიან თუ არა პირბადის წესის დარღვევის გამო მოსწავლეები?

დაჯარიმდებიან თუ არა პირბადის წესის დარღვევის გამო მოსწავლეები?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ პირბადის წესის დარღვევის გამო 16 წლამდე ასაკის პირები არ დაჯარიმდებიან.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატმა რეზო არველაძემ დასვა საკითხი, შეეხებათ თუ არა ბავშვებს პირბადის წესის დარღვევის გამო, ჯარიმები.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ კი განმარტა, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იწყება 16 წლის ასაკიდან და შესაბამისად 16 წლამდე პირს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება:

„რაც შეეხება განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ამ ეტაპზე სასწავლო პროცესი ჯერ არ არის ნებადართული და დისტანციურ რეჟიმზე არის ეს ყველაფერი გადასული. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად სწორად და გათვლილად მოვახდენთ რეგულაციების ადაპტირებას შემდგომშიც, თუკი ეს დაგვჭირდება. ეს არ არის რეგულაცია, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ვინმე სკოლის მოსწავლე დააჯარიმოს. 16 წლის ასაკიდან ადმინისტრაციული სამართალი ცნობს პასუხისმგებლობის დაკისრებას, ყველამ უნდა გაითავისოს ეს,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

წყარო: ​1tv.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

,,საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მატება სერიოზულია და ეპიდვითარებას გაფრთხილება სჭირდება''

,,საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მატება სერიოზულია და ეპიდვითარებას გაფრთხილება სჭირდება''

,,საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მატება სერიოზულია და ეპიდვითარებას გაფრთხილება სჭირდება,'' - აღნიშნულის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, მოსახლეობამ რეგულაციები უნდა დაიცვას და პირბადის ტარება ცხოვრების წესად აქციოს:

„შემთხვევების მატება სერიოზულია. საჭიროა ჩვენი ყურადღებით ყოფნა, ცხოვრების წესად უნდა გავიხადოთ ნიღაბი, დისტანცია, ხელების დაბანა და ამ რეგულაციების შესრულება. იცით, წერტილოვანი ღონისძიებები ტარდება. უნდა მივხვდეთ, რომ აუცილებელია იმ რეგულაციების დაცვა, რასაც გვეუბნებიან“, -  აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 469 თბილისში, 360 კი აჭარაში. 

წაიკითხეთ სრულად