Baby Bag

დაჯარიმდებიან თუ არა პირბადის წესის დარღვევის გამო მოსწავლეები?

დაჯარიმდებიან თუ არა პირბადის წესის დარღვევის გამო მოსწავლეები?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ პირბადის წესის დარღვევის გამო 16 წლამდე ასაკის პირები არ დაჯარიმდებიან.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატმა რეზო არველაძემ დასვა საკითხი, შეეხებათ თუ არა ბავშვებს პირბადის წესის დარღვევის გამო, ჯარიმები.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ კი განმარტა, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იწყება 16 წლის ასაკიდან და შესაბამისად 16 წლამდე პირს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება:

„რაც შეეხება განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ამ ეტაპზე სასწავლო პროცესი ჯერ არ არის ნებადართული და დისტანციურ რეჟიმზე არის ეს ყველაფერი გადასული. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად სწორად და გათვლილად მოვახდენთ რეგულაციების ადაპტირებას შემდგომშიც, თუკი ეს დაგვჭირდება. ეს არ არის რეგულაცია, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ვინმე სკოლის მოსწავლე დააჯარიმოს. 16 წლის ასაკიდან ადმინისტრაციული სამართალი ცნობს პასუხისმგებლობის დაკისრებას, ყველამ უნდა გაითავისოს ეს,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

წყარო: ​1tv.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

„სინოფარმი/სინოვაკით აცრილებმა ფაიზერის ან იმავე ვაქცინის ბუსტერი უნდა დაიმატოთ 3 თვის შემდეგ,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

„სინოფარმი/სინოვაკით  აცრილებმა ფაიზერის ან იმავე ვაქცინის  ბუსტერი უნდა დაიმატოთ 3 თვის შემდეგ,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც კორონავირუსის ახალი ომიკრონის შტამის მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შესახებ ისაუბრა:

„ჰონგ-კონგის უნივერისტეტში ჩატარებულ კვლევაში, რომელიც ვაქცინების (ფაიზერი, სინოვაკი) ომიკრონისადმი მანეიტრალიზირებელ ძალას აჩვენებს, გამოვლინდა რომ 25 ვაქცინირებულიდან ფაიზერის ჯგუფში ვირუსის განეიტრალება შეუძლია ხმოლოდ 5 ადამიანს (ვაქცინის ეფექტურობაა 20-24%) , ხოლო სინოვაკის ჯგუფში 25-დან შეუძლია 0 ადამიანს. ეს იმას ნიშნავს, რომ სინოფარმი/სინოვაკით აცრილებმა ფაიზერის (რეკომენდებულია) ან იმავე ვაქცინის ბუსტერი უნდა დაიმატოთ 3 თვის შემდეგ,“- აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა. 

წაიკითხეთ სრულად