Baby Bag

დაჯარიმდებიან თუ არა პირბადის წესის დარღვევის გამო მოსწავლეები?

დაჯარიმდებიან თუ არა პირბადის წესის დარღვევის გამო მოსწავლეები?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ პირბადის წესის დარღვევის გამო 16 წლამდე ასაკის პირები არ დაჯარიმდებიან.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატმა რეზო არველაძემ დასვა საკითხი, შეეხებათ თუ არა ბავშვებს პირბადის წესის დარღვევის გამო, ჯარიმები.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ კი განმარტა, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იწყება 16 წლის ასაკიდან და შესაბამისად 16 წლამდე პირს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება:

„რაც შეეხება განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ამ ეტაპზე სასწავლო პროცესი ჯერ არ არის ნებადართული და დისტანციურ რეჟიმზე არის ეს ყველაფერი გადასული. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად სწორად და გათვლილად მოვახდენთ რეგულაციების ადაპტირებას შემდგომშიც, თუკი ეს დაგვჭირდება. ეს არ არის რეგულაცია, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ვინმე სკოლის მოსწავლე დააჯარიმოს. 16 წლის ასაკიდან ადმინისტრაციული სამართალი ცნობს პასუხისმგებლობის დაკისრებას, ყველამ უნდა გაითავისოს ეს,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

წყარო: ​1tv.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

საშიშია თუ არა კორონავირუსის ახალი შტამი კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის?

საშიშია თუ არა კორონავირუსის ახალი შტამი კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის?

საშიშია თუ არა კორონავირუსის ახალი შტამი კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის? - აღნიშნულ თემაზე ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საუბრობს. 

მისი თქმით, ეს არის ის საკითხი, რომელზეც მსოფლიო მეცნიერები ცდილობენ პასუხის გაცემას:

,,მსოფლიო მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ახალ შტამში მუტაცია არ არის იმდენად დიდი და ძველისგან არ განსხვავდება იმდენად, რომ მასზე არ იმოქმედოს უკვე შექმნილმა ვაქცინამ და არ იმოქმედოს იმ იმუნიტეტმა, რომელიც კოვიდგადატანილ პაციენტებს აქვთ,'' - დასძინა თენგიზ ცერცვაძემ. 

ნახეთ ვიდეო ☝️

 

წაიკითხეთ სრულად