კორონავირუსისგან სრულად განკურნებული ქეთი თოდუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
„ჩემზე როცა გაიგეს კორონათი დაინფიცირებული ვიყავი და ვეზიარე, რას მიზამდნენ ჟურნალისტები ხომ ხვდებით! ის ორი კვირა მართლა ჯოჯოხეთად მიქციეს, მე ჩემი გაჭირვება მყოფნიდა და ამათი მოგერიების ძალა არ მქონდა! დედას და ჩემს შვილს ყოველდღე სახლში უვარდებოდნენ ჟურნალისტები! ადამიანები მლანძღავდნენ, მკვლელს მიწოდებდნენ, მაკრიტიკებდნენ იმისთვის, რომ მე ეკლესიაში ვიყავი. ახლა სად არიან ეს ადამინები, როცა სიმართლე გაიგეს, რომ მე არავისთვის არაფერი გადამიდია! ზიარებით არცერთი ადამიანი რომ არ დაინფიცირებულა! ახლა რატო არ მივარდებით სახლში, რატო არ აკეთებთ ამაზე სიუჟეტს? რატო არ მირეკავთ? ნუთუ, გეწყინათ ყველა ჯანმრთელად რომ არის?! ხომ ხედავთ, ღმერთმა დაგვანახა ყველას, რომ ეკლესია არ არის სახიფათო და მით უმეტეს ზიარება! ჩემი მოძღვარი, რომელიც ასაკიანია და არაერთი ქრონიკული დავადება აწუხებს, არცერთი წამი არ შეშინებულა ამ ვირუსის დავადებით, პირიქით, უფალს ადიდებდა და მადლობდა! გვერდში მედგა და მამხნევებდა, მანუგეშებდა იმის მიუხედავად, რომ ჩემ გამო ჩაკეტეს მონასტერი მომლოცველებისთვის! ქრისტეს მიანდო ჩვენი ჯანმრთელობა და შედეგიც სახეზეა,“ - აღნიშნავს ქეთი რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ პოსტში.
,,ყველა გარდაცვლილი არის აუცრელი, არც ერთი აცრილი ადამიანი არ მომკვდარა''
რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი არჩილ მარშანია სეიშელის კუნძულებზე ეპიდაფეთქების შესახებ საუბრობს. მის ნათქვამს MomsEdu.ge სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
,,როგორ შეიძლება სიმართლის თქმით დეზინფორმაციის გავრცელება - ანუ რა მოხდა სინამდვილეში სეიშელის კუნძულებზე.
სეიშელის კუნძულების მოსახლეობის 60%-ზე მეტი აცრილია ვაქცინის ორი დოზით, თუმცა იქ კოვიდ 19-ს ეპიდაფეთქებაა, ამ მოცემულობას კარგად იყენებენ ანტვაქსერული ინფორმაციების გასავრცელებლად, განსაკუთრებით სიოფარმის (ე.წ. ჩინური) ვაქცინის წინააღმდეგ.
მიუხედავად იმისა რომ ინფორმაცია მოსახლეობის ვაქცინაციის და ამის პარალელურად ეპიდაფეთქების შესახებ სიმართლეა, ეს არ ნიშნავს რომ ვაქცინა არ მუშაობს, პირიქით!
თუ რატომ პირიქით ახლავე მოგახსენებთ.
სეიშელის კუნძულების ‘’ქეისი’’ კლასიკური მაგალითია სიმართლის თქმით დეზინფორმაციის გავრცელებისა, ანუ იღებ ამბავს და ამ ამბავს ავრცელებ დეტალების გარეშე ან/და მყვირალა სათაურით რაც შეცდომაში შემყვანია.
დეტალები კი შემდეგია:
სეიშელზე აცრილი მოსახლეობის 57% აცრილია სინოფარმით (18დან 60 წლამდე), ხოლო 43% ასტრაზენეკათი (60 წლის ზევით);
ახალი შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა ერთმანეთის ახლო კონტაქტია;
თითქმის ყველა ადამიანი რომელიც მოხვდა რეანიმაციულ განყოფილებაში არის აუცრელი;
ყველა გარდაცვლილი არის აუცრელი, არც ერთი აცრილი ადამიანი არ მომკვდარა;
ახალი შემთხვევების 80% არის აუცრელი, მხოლოდ 20% მოდის აცრილი ადამიანების ჰოსპიტალიზაციაზე და არც ერთია კრიტილული ან მძიმე.
ანუ რას რას გვასწავლის სეიშელის ეპიდაფეთქება:
- ვაქცინა მუშაობს;
- რეგულაციების სწრაფი მოხსნის ფონზე არავაქცინირებული ადამიანების დიდი რაოდენობით ტურისტებად მიღება შეიძლება იყოს კატასტროფული შედეგების მომტანი.
ჯანმრთლეობას გისურვებთ,'' - აღნიშნავს არჩილ მარშანია.