კორონავირუსისგან სრულად განკურნებული ქეთი თოდუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
„ჩემზე როცა გაიგეს კორონათი დაინფიცირებული ვიყავი და ვეზიარე, რას მიზამდნენ ჟურნალისტები ხომ ხვდებით! ის ორი კვირა მართლა ჯოჯოხეთად მიქციეს, მე ჩემი გაჭირვება მყოფნიდა და ამათი მოგერიების ძალა არ მქონდა! დედას და ჩემს შვილს ყოველდღე სახლში უვარდებოდნენ ჟურნალისტები! ადამიანები მლანძღავდნენ, მკვლელს მიწოდებდნენ, მაკრიტიკებდნენ იმისთვის, რომ მე ეკლესიაში ვიყავი. ახლა სად არიან ეს ადამინები, როცა სიმართლე გაიგეს, რომ მე არავისთვის არაფერი გადამიდია! ზიარებით არცერთი ადამიანი რომ არ დაინფიცირებულა! ახლა რატო არ მივარდებით სახლში, რატო არ აკეთებთ ამაზე სიუჟეტს? რატო არ მირეკავთ? ნუთუ, გეწყინათ ყველა ჯანმრთელად რომ არის?! ხომ ხედავთ, ღმერთმა დაგვანახა ყველას, რომ ეკლესია არ არის სახიფათო და მით უმეტეს ზიარება! ჩემი მოძღვარი, რომელიც ასაკიანია და არაერთი ქრონიკული დავადება აწუხებს, არცერთი წამი არ შეშინებულა ამ ვირუსის დავადებით, პირიქით, უფალს ადიდებდა და მადლობდა! გვერდში მედგა და მამხნევებდა, მანუგეშებდა იმის მიუხედავად, რომ ჩემ გამო ჩაკეტეს მონასტერი მომლოცველებისთვის! ქრისტეს მიანდო ჩვენი ჯანმრთელობა და შედეგიც სახეზეა,“ - აღნიშნავს ქეთი რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ პოსტში.
ემიგრანტებო დაბრუნდით...სოფელში მცირე მიწის ნაკვეთი შეინარჩუნეთ...ხელი ხშირად დაიბანეთო - ბევრი იხსენებს პატრიარქის არაერთ ნათქვამს, სცოდნია თურმე რასაც ამბობდა?
დღეს ბევრი იხსენებს პატრიარქის არაერთ ნათქვამს, როდესაც მას აკრიტიკებდნენ: ემიგრანტებო დაბრუნდით, მერე შეიძლება ჩემოდნებიც ვერ ჩამოიტანოთო; სოფელში მცირე მიწის ნაკვეთი შეინარჩუნეთ, დაგჭირდებათო; სოფლის მეურნეობის საქმე შეისწავლეთ, გამოგადგებათო; ხელი ხშირად დაიბანეთო; იფიქრეთ ისე, თითქოს მეორედ მოსვლამდე რამდენიმე დღე იყოს დარჩენილიო; ოჯახებისთვის მოიცალეთო; სცოდნია თურმე რასაც ამბობდა?
რამდენიმე თვის წინ ამბობდა, ვხედავ დაცარიელებულ ქალაქებს და შენობებში გამოკეტილ ხალხს, რომლებიც დახმარებას ითხოვენო. ეს ხმამაღლა აღარ უთქვამს, მაინც ცოტა დარჩა, ვინც ამას შეისმენდა. ახლა თქვა ღმერთს არ დაშორდეთ ისე შეასრულეთ ექიმების რეკომენდაციებიო, თქვა დაგვიფარავს უფალიო, ისევ იცინოდნენ.
ახლა მგონი თანდათან სიცილის ხასიათი გვეკარგება და ამას ისევ პატრიარქს ვაბრალებთ?! იქნებ მართლა, ზოგმა მეტად ზოგმა ნაკლებად, ვისაც როგორ შეგვიძლია, ვილოცოთ და ღმერთს არ განვეშოროთ?
ამ საერთო პრობლემის წინაშე მაინც, სულ ცოტა ერთმანეთის გაკიცხვას თავი დავანებოთ, ემიგრაციაში მყოფთაც, ბოლნისელებსაც და მარნეულელებსაც ვუსურვოთ სიკეთე, ერთმანეთს შენდობა ვთხოვოთ და გამოჯანმრთელება დავიწყოთ სულიერი ვირუსების განკურნებით.
აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, მამა ანდრია ჯაღმაიძე წერს.