პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ განათლების სამინისტრომ ეფექტურად შეძლო დისტანციური განათლების წესების დანერგვა.
მისივე თქმით, ეს მარტივი პროცესი არ ყოფილა:
„არ იყო ეს მარტივი და არ არის ეს იდეალური, მაგრამ თუ შევადარებთ მზადობის იმ დონეს, რომელიც იყო 4 მარტისთვის და რა გაკეთდა ერთ და ორ თვეში, ეს არის ის, რასაც მე ვეძახი - გამოვიყენოთ კრიზისი, როგორც შესაძლებლობა და განათლების სამინისტრო ამისთვის არის ძალიან კარგი მაგალითი, რადგან განათლების სისტემაში ათობით ათასი პედაგოგი დღეს თავის მოსწავლეებთან მუშაობს დისტანციურად,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერმა ყურადღება გაამახვილა „ტელესკოლაზე“ და აღნიშნა, რომ შეიძლება, პროექტი აკადემიურ საგანმანათლებლო ნაწილში არ იყოს სრულფასოვანი და სრულყოფილი, მაგრამ მას აქვს უფრო მეტი დატვირთვა:
„მაიკროსოფტის“ გარდა, შეიქმნა სპეციალური ქართული პლატფორმა, რომელზეც ხდება საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა და, რა თქმა უნდა, უაღრესად მნიშვნელოვანი „ტელესკოლა“, რომელმაც მეც ბავშვობა გამახსენა, რომელიც ასე პოპულარულია. რა თქმა უნდა, „ტელესკოლის“ ეფექტურობა შეიძლება, კლასიკური, აკადემიურ საგანმანათლებლო ნაწილში არ იყოს სრულფასოვანი და სრულყოფილი, მაგრამ მას აქვს უფრო მეტი დატვირთვა და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ დღეს ვართ პანდემიის პირობებში, ბრძოლაში და მთავარია, რომ ეს წელი არ გამოცხადდეს აკადემიურ წლად. ის მინიმუმი, რომელიც იყო საჭირო ამ მიზნის მისაღწევად, განათლების სამინისტრომ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ერთად შეძლეს,“ - აღნიშნა გიორგი გახარია.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტიზაციის პრობლემაზე და განაცხადა, რომ მთავრობა ამ მიმართულებით ეფექტურ გადაწყვეტილებებს მიიღებს:
„აქ გამოჩნდა კიდევ ერთი პრობლემა - ქვეყნის ინტრენტეტიზაციის დონე. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება დაგვიანებული იყოს, ინტერნეტიზაციის ნაწილში მთავრობა მიიღებს უაღრესად ეფექტურ გადაწყვეტილებებს,“ - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.
დღეს, 27 მაისს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგა. მან კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებსა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გატარებულ ზომებზე ისაუბრა.
Mastercard Kings Georgia-სთან თანამშრომლობას იწყებს
Mastercard, ციფრული გადახდების ლიდერი საქართველოში, მომხმარებელს გამუდმებით სთავაზობს სხვადასხვა საინტერესო პროექტსა და ინიციატივას. ამჯერად, Kings Georgia-სთან თანამშრომლობით, Mastercard საგანმანათლებლო პროექტების მხარდასაჭერად ახალ პროექტს იწყებს. შეგახსენებთ, რომ თითქმის ერთი წელია ქვეყანაში დისტანციური სწავლება მიმდინარეობს. ამ დრომდე უცნობია, როდის აღდგება სრულფასოვანი სასწავლო პროცესი სკოლებში, თუმცა ასეთ რეალობაში, საგანმანათლებლო პლატფორმის მხარდაჭერა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
თანამშრომლობის ფარგლებში, Kings-ის პროგრამებზე რეგისტრაციის დროს, Mastercard-ის ბარათით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლები 20%-იან ქეშბექს მიიღებენ. აღნიშნული პროექტი შეეხება Kings მარათონსა და საგნობრივ ოლიმპიადას. გარდა ამისა, 20%-იანი ქეშბექი აქტიური იქნება ოლიმპიადებისთვის მოსამზადებელი წიგნების შეძენის შემთხვევაშიც. ხოლო II-დან VI კლასის ჩათვლით პირველ ადგილზე გასული მოსწავლე, Mastercard-ისგან ერთწლიან სტიპენდიას მიიღებს.
12 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, დარეგისტრირდი Kings-ის საგანმანათლებლო მარათონზე, გადაიხადე მონაწილეობის საფასური Mastercard-ის ბარათით და დაიბრუნე თანხის 20% შენს ანგარიშზე, მოხვდი წარმატებულ მოსწავლეთა ელექტრონულ დაფაზე და მიიღე ყოველთვიური სტიპენდია Mastercard-ისგან!
Kings Georgia საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი ქართული საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელიც განათლების სფეროში 2012 წლიდან მოღვაწეობს.
Kings-მიზანია, სწავლისადმი მოტივაციის ამაღლებით, გაზარდოს ზოგადი განათლების დონე საქართველოში და მოსწავლეებს სხვადასხვა სასწავლო აქტივობა შესთავაზოს.
აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები Mastercard-თან ერთად!
Mastercard-ის შესახებ:
მასტერქარდი ((NYSE: MA), www.mastercard.com, არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210-ზე მეტ ქვეყანაში. მასტერქარდის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.