საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯმდომარის, სულხან სალაძის განცხადებით, საია იკვლევს ხომ არ ჰქონდა პოლიტიკური წინაპირობა ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის დირექტორის გარდაცვალების ფაქტს.
„ვერ ვისაუბრებ ოპოზიციის გამოხმაურებებზე, თუმცა, ბუნებრივია, ეს საკითხი წარმოადგენს ჩვენი ინტერესის საგანს. ამ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, დაველოდებით შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მხრიდან სათანადო შეფასებებს და იმედს გამოვთქვამ, რომ შეფასებები იქნება ობიექტურ ინფორმაციაზე დაფუძნებული და არა მხოლოდ ზეპირ შეფასებაზე. მეორე მხრივ, ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მოვიძიოთ მეტი ინფორმაცია, როგორც დამკვირვებელმა ორგანიზაციამ, რომ რეალურად, ამ სამწუხარო ფაქტს ხომ არ ჰქონდა ისეთი წინაპირობა, რაც შეიძლება განპირობებული ყოფილიყო გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებებით. ამ ეტაპზე, რთულია საუბარი, შეიძლება თუ არა, ამ კონკრეტულ შემთხვევას, მათ შორის, არჩევნებთან და წინასაარჩევნო მოვლენებთან კავშირი ჰქონოდა. ერთი მხრივ, იმედს ვიტოვებ, რომ გამოძიება შეძლებს სწორი პასუხების გაცემას ამ ნაწილში, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენ შევეცდებით, უფრო მეტი ინფორმაცია მოვიძიოთ”, - აღნიშნა სულხან სალაძემ.
ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია გუშინ, 9 დეკემბერს გარდაიცვალა.