Baby Bag

მარნეულში ქალებმა COVID-19-ით ინფიცირებულ ოჯახს კარტოფილის მოსავალი შეუნარჩუნეს

მარნეულში ქალებმა COVID-19-ით ინფიცირებულ ოჯახს კარტოფილის მოსავალი შეუნარჩუნეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში ქალებმა COVID-19-ით ინფიცირებულ ოჯახს კარტოფილის მოსავალი შეუნარჩუნეს, - ინფორმაციას ​UN Women Georgia ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილობრივმა ნაირა პაქსაძემ, სხვა აქტიურ ქალებთან ერთად, სარეველაშერეული ნაკვეთი გათოხნა და ოჯახს, რომლის წევრებიც ახლა საავადმყოფოში მკურნალობენ, შემოსავლის ერთადერთი წყარო არ დაუკარგა. რა თქმა უნდა, ქალებმა მუშაობისას სოციალური დისტანციაც დაიცვეს.

„სხვა რა უნდა გავაკეთოთ ამ მდგომარეობაში? რაც შეგვიძლია, ეს არის. ახლა რომ არ გაგვეთოხნა, სარეველა სულ გააფუჭებდა. საავადმყოფოდან რომ გამოვლენ, საარსებო ხომ უნდა დახვდეთ“, - ამბობს ნაირა.

ნაირა პაქსაძე ფონდ „ტასოს“ სათემო მუშაკია და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სათემო მობილიზაციის პროექტშიც აქტიურადაა ჩართული.

„2011 წლის ერთ საღამოს, კახა ბენდუქიძემ მომწერა: ,,ეგებ მნახოთ, სასწრაფოდ!" მაშინ თავისუფა...
„2011 წლის ერთ საღამოს, კახა ბენდუქიძემ მომწერა: ,,ეგებ მნახოთ, სასწრაფოდ!" მაშინ თავისუფალ უნივერსიტეტში ვასწავლიდი და ეს საქმე ადრეც მოვყევი, უბრალოდ ახლა სხვა ამბის პროლოგად მჭირდება. ჰოდა, რადგან...

შეიძლება დაინტერესდეთ

საინტერესო სიახლე სინოფარმი/სინოვაკით აცრილებისთვის!

საინტერესო სიახლე სინოფარმი/სინოვაკით აცრილებისთვის!
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმეგოვი სოციალურ ქსელში სინოფარმი/სინოვაკით აცრილებისთვის საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს:

,,​საინტერესო სიახლე სინოფარმი/სინოვაკით აცრილებისთვის!

​ჟურნალ ლანცეტის პრეპრინტში გამოჩნდა ჩინური მონაცემები სინოფარმი/სინოვაკის კლინიკური ეფექტურობის შესახებ ჩინეთში მიმდინარე დელტა ვარიანტით (B.1.617.2) გამოწვეული აფეთქების (მაისი-ივნისი, გუანდონგი) დროს.

10 ათას ადამიანზე არსებული დაკვირვებაა, სინოვაკი/სინოფარმის გამოყენების პროპორცია იყო 60/30-ზე. აქედან მხოლოდ 19 ადამიანს (ყველა აუცრელს) განუვითარდა მძიმე/კრიტიკული დაავადება.

100%-იანი ეფექტურობა მძიმე/კრიტიკული დაავადების განვითარებაზე!

70%-იანი  ეფექტურობა საშუალო სიმძიმის დაავადების განვითარებაზე!

59% სიმპტომური დაავადებისგან დაცვა!'' - აღნიშნავს ბიძინა კულუმეგოვი. 


წაიკითხეთ სრულად