Baby Bag

როგორ ამინდს უნდა ველოდოთ? - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

როგორ ამინდს უნდა ველოდოთ? - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ​2 მაისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა 27-29 აპრილს დღის საათებში დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსი იქნება, ხოლო 30 აპრილს დასავლეთ საქართველოში +29, აღმოსავლეთ საქართველოში კი +25 გრადუსამდე მოიმატებს.

ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, მხოლოდ ხვალ, 28 აპრილს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, 30 აპრილს +22 გრადუსამდე მოიმატებს.

შეიძლება დაინტერესდეთ

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის თქმით, ყოფილი მამამთილი მას და მის შვილს ძალიან დიდტარიანი საგნით გამოეკიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის თქმით, ყოფილი მამამთილი მას და მის შვილს ძალიან დიდტარიანი საგნით გამოეკიდა

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, ნეკა დოროყაშვილი რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბრისას ​ყვება, რომ ყოფილი მამამთილი რაღაც საგნით გაეკიდა. როგორც იგი ამბობს, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ის შვილის წამოსაყვანად ბასილაშვილის სახლში მივიდა.

ბავშვს რომ მივაკითხე წამოსაყვანად, არ ვიცი რა მოუვიდა, მთვრალი იყო თუ რა სჭირდა, არ ვიცი. გამოგვეკიდა (მამა) მე და ჩემს შვილს რაღაცა იარაღით. თვითონ იძახის, რომ ეს იყო გიტარა, თუ რაღაც. მე ვერ ვადასტურებ რა იყო, იმიტომ, რომ რაღაც დიდი ტარი ჰქონდა, მე მგონი იყო ნაჯახი. მე არც მახსოვს ეს დეტალები, ბავშვი მეჭირა ხელში და გამოვიქეცი. ერთი ის მახსოვს, რომ რაღაც მანქანაში ჩავჯექი. კონკრეტულად დეტალებს ვერ ვიხსენებ. მამა გამომეკიდა რაღაცა საგნით, რა საგანი იყო არ ვიცი, ჰქონდა ძალიან დიდი ტარი,“ - ამბობს ნეკა დოროყაშვილი.  

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი ედება არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუა განცხადებით, ჩოგბურთელი დანაშაულს არ აღიარებს. სპორტსმენის მამის მიმართ კი შემაკავებელი ორდერია გამოწერილი. 

წაიკითხეთ სრულად