„უკიდურესად მძიმე პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა,“ - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა თავართქილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პაციენტს ონკოჰემატოლოგიური დაავადება აქვს და მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა ამჟამად covid19-ზე ორივე ტესტირების პასუხი უარყოფითია:
,,რესპუბიკურ საავადმყოფოს დღეს კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი დაემატა. ყველა კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. გვყავს 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი, მათ შორის 3 დღეს დატოვებს კლინიკას. 1 პაციენტის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე. მას ონკოჰემატოლოგიური დაავადება აქვს. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, თუმცა მინდა სასიხარულო ინფორმაცია ვაცნობო ყველას, რომ ეს პაციენტი ამ ეტაპზე გამოჯანმრთელებულია. ტესტირებაზე ორივე პასუხი მოვიდა უარყოფითი,'' - დასძინა თეა თავართქილაძემ.
ბოლო მონაცემებით:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 511
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 156
მათ შორის გარდაცვლილი - 6
კარანტინის რეჟიმში - 5085
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 558
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3
,,ძალიან გვეშინია რამდენიმე თვეში შექმნილი ვაქცინის არა ეფექტურობის, არამედ მისი უსაფრთხოების''
,,ძალიან გვეშინია რამდენიმე თვეში შექმნილი ვაქცინის არა ეფექტურობის, არამედ მისი უსაფრთხოების'' - აღნიშნულის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა კორონავირუსის საწიმააღმდეგო ვაქცინის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ახალ ვაქცინას ექიმები ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებენ:
,,ვაქცინა რომ საბოოლოოდ დამტკიცდეს, შემდეგ ეტაპზე ლოგისტიკური პრობლემა იქმნება - როდის მოაღწევს ის ჩვენამდე. ფრთხილი ოპტიმიზმით უნდა გვიხაროდეს, მაგრამ ჩვენთან მოაღწევს ვაქცინა, ალბათ, მომავალ წელს, ყველაზე ოპტიმისტურად ზაფხულის პერიოდში ან წლის ბოლომდე,'' - დასძინა ბიძინა კულუმბეგოვმა.