„უკიდურესად მძიმე პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა,“ - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა თავართქილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პაციენტს ონკოჰემატოლოგიური დაავადება აქვს და მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა ამჟამად covid19-ზე ორივე ტესტირების პასუხი უარყოფითია:
,,რესპუბიკურ საავადმყოფოს დღეს კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი დაემატა. ყველა კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. გვყავს 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი, მათ შორის 3 დღეს დატოვებს კლინიკას. 1 პაციენტის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე. მას ონკოჰემატოლოგიური დაავადება აქვს. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, თუმცა მინდა სასიხარულო ინფორმაცია ვაცნობო ყველას, რომ ეს პაციენტი ამ ეტაპზე გამოჯანმრთელებულია. ტესტირებაზე ორივე პასუხი მოვიდა უარყოფითი,'' - დასძინა თეა თავართქილაძემ.
ბოლო მონაცემებით:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 511
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 156
მათ შორის გარდაცვლილი - 6
კარანტინის რეჟიმში - 5085
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 558
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებას ავრცელებს
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მოქალაქეებთან კომუნიკაციის დისტანციური ფორმაზე გადადის. სააგენტოში იზღუდება მოქალაქეების, ასევე საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომელთა მიღება.
სააგენტოს ცნობით, ნებისმიერი განცხადების, თუ ინფორმაციის მიღება მოქალაქეებს შეეძლებათ სააგენტოს ფეისბუქის გვერდიდან, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში კი დოკუმენტაციის წარსადგენად მუშაობს ელექტრონული ფოსტა: saagentoskancelaria@gmail.com.
„კორონავირუსი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა და მისი გავრცელების შეზღუდვის მიზნით, მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა რადიკალური ღონისძიებები ტარდება. პრევენციულ ღონისძიებებს დედაქალაქის მერიაც ახორციელებს.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, იზღუდება გარკვეული სახის მომსახურებები, რაც მოქალაქეებთან პირდაპირ კომუნიკაციას უკავშირდება და ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით საფრთხეს წარმოადგენს,“ - აღნიშნულია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)