„უკიდურესად მძიმე პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა,“ - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა თავართქილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პაციენტს ონკოჰემატოლოგიური დაავადება აქვს და მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა ამჟამად covid19-ზე ორივე ტესტირების პასუხი უარყოფითია:
,,რესპუბიკურ საავადმყოფოს დღეს კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი დაემატა. ყველა კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. გვყავს 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი, მათ შორის 3 დღეს დატოვებს კლინიკას. 1 პაციენტის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე. მას ონკოჰემატოლოგიური დაავადება აქვს. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, თუმცა მინდა სასიხარულო ინფორმაცია ვაცნობო ყველას, რომ ეს პაციენტი ამ ეტაპზე გამოჯანმრთელებულია. ტესტირებაზე ორივე პასუხი მოვიდა უარყოფითი,'' - დასძინა თეა თავართქილაძემ.
ბოლო მონაცემებით:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 511
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 156
მათ შორის გარდაცვლილი - 6
კარანტინის რეჟიმში - 5085
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 558
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3
,,საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მატება სერიოზულია და ეპიდვითარებას გაფრთხილება სჭირდება''
,,საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მატება სერიოზულია და ეპიდვითარებას გაფრთხილება სჭირდება,'' - აღნიშნულის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მოსახლეობამ რეგულაციები უნდა დაიცვას და პირბადის ტარება ცხოვრების წესად აქციოს:
„შემთხვევების მატება სერიოზულია. საჭიროა ჩვენი ყურადღებით ყოფნა, ცხოვრების წესად უნდა გავიხადოთ ნიღაბი, დისტანცია, ხელების დაბანა და ამ რეგულაციების შესრულება. იცით, წერტილოვანი ღონისძიებები ტარდება. უნდა მივხვდეთ, რომ აუცილებელია იმ რეგულაციების დაცვა, რასაც გვეუბნებიან“, - აღნიშნა მარინა ენდელაძემ.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 469 თბილისში, 360 კი აჭარაში.