„უკიდურესად მძიმე პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა,“ - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა თავართქილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პაციენტს ონკოჰემატოლოგიური დაავადება აქვს და მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა ამჟამად covid19-ზე ორივე ტესტირების პასუხი უარყოფითია:
,,რესპუბიკურ საავადმყოფოს დღეს კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი დაემატა. ყველა კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. გვყავს 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი, მათ შორის 3 დღეს დატოვებს კლინიკას. 1 პაციენტის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე. მას ონკოჰემატოლოგიური დაავადება აქვს. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, თუმცა მინდა სასიხარულო ინფორმაცია ვაცნობო ყველას, რომ ეს პაციენტი ამ ეტაპზე გამოჯანმრთელებულია. ტესტირებაზე ორივე პასუხი მოვიდა უარყოფითი,'' - დასძინა თეა თავართქილაძემ.
ბოლო მონაცემებით:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 511
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 156
მათ შორის გარდაცვლილი - 6
კარანტინის რეჟიმში - 5085
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 558
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3
„შეხვედრისას დაივიწყეთ ქართული მისალმების წესი (გადაკოცნა)“ - ინგა მამუჩიშვილი
„ალფაკორონავირუსი 3D ეფექტით, ასეთი ლამაზი მაინც არ იყოს?! რამ გააბოროტა ასე!!! არ ვიცით, რას უპირებს მსოფლიოს, მაგრამ ქართველებს არ უნდა შეგვეშინდეს, ჩვენ ხომ ყველაფერს ვუძლებთ! მსოფლიო დგას უკონტროლო საფრთხის წინაშე! 40 მილიონიანი რეგიონი კარანტინშია მოქცეული! სიმპტომები ჰგავს გრიპს, მაგრამ განსაკუთრებულად იკვეთება სუნთქვის უკმარისობა! არცერთი ანტივირუსული პრეპარატი არ მოქმედებს ამ ვირუსის რეპლიკაციაზე!
გაამკაცრეთ სიფრთხილის ზომები! მეტი ჰიგიენა, მოერიდეთ დახურულ სივრცეებს, მიირთვით მეტი ხილი, ბოსტნეული და ბუნებრივი ფლავონოიდები: ნიორი, ხახვი, ცაცხვის, გვირილის, ჯანჯაფილის ჩაი, ლიმონი, ჟოლო, თაფლი, მდოგვი! მოერიდეთ ჩინელებს და ჩინური წარმოების პროდუქციას (რომელსაც წალეკილი აქვს ქართული ბაზარი) ნუ წაიყვანთ შეუძლოდ მყოფ ბავშვს ბავშვთა დაწესებულებაში, განსაკუთრებთ სიცხით და ხველით!!! შეხვედრისას დაივიწყეთ ქართული მისალმების წესი (გადაკოცნა)... ნიღბებით ჯანმრთელი ადამიანების ქუჩაში სიარულს, სჯობია ავადმყოფის იზოლაცია მოვახდინოთ!!! იმედია, ხელისუფლებაც გაფხიზლდება და მეტად დაიწყებს ზრუნვას საკუთარ ხალხზე! გაამკაცრებენ მოსახლეობის მიგრაციის კანონს, ტემპერატურის გაზომვით აეროპორტში ვერაფერს ვერ მივაღწევთ! იქნებ ინკუბაციურ პერიოდშია ადამიანი და ვირუსული ინფექციის ნიშნები ჯერ არ აღენიშნება?!“
აღნიშნულის შესახებ პედიატრი ინგა მამუჩიშვილი წერს.
არ დაგავიწყდეთ !!!
Moms.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)