Baby Bag

„უკიდურესად მძიმე პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა“ - თეა თავართქილაძე

„უკიდურესად მძიმე პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა“ - თეა თავართქილაძე

„უკიდურესად მძიმე პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა,“ - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა თავართქილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, პაციენტს ონკოჰემატოლოგიური დაავადება აქვს და მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა ამჟამად covid19-ზე ორივე ტესტირების პასუხი უარყოფითია:

,,რესპუბიკურ საავადმყოფოს დღეს კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი დაემატა. ყველა კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. გვყავს 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი, მათ შორის 3 დღეს დატოვებს კლინიკას. 1 პაციენტის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე. მას ონკოჰემატოლოგიური დაავადება აქვს. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, თუმცა მინდა სასიხარულო ინფორმაცია ვაცნობო ყველას, რომ ეს პაციენტი ამ ეტაპზე გამოჯანმრთელებულია. ტესტირებაზე ორივე პასუხი მოვიდა უარყოფითი,'' - დასძინა თეა თავართქილაძემ. 

ბოლო მონაცემებით:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 511
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული - 156
  • მათ შორის გარდაცვლილი - 6
  • კარანტინის რეჟიმში - 5085
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 558
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3

თბილისის მერია ველოსიპედების შემოყვანას გეგმავს, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს ბავშვების...
,,თბილისის მერია ველოსიპედების, მათ შორის სამბორბლიანი ველოსიპედების შემოყვანას გეგმავს, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს ბავშვების გადაყვანის საშუალება ექნებათ,'' - აღნიშნულის შესახებ თბილისის მერ...

შეიძლება დაინტერესდეთ

33 ათასზე მეტი სტუდენტი სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას მიიღებს

ყველა სტუდენტი, რომელიც არის სოციალურად დაუცველი და არის 150 ათას ქულამდე კატეგორიაში, სახელმწიფოს მხრიდან 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის სრულ ანაზღაურებას მიიღებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 150 000 სოციალურ ქულამდე მყოფ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, რომელთაც სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო შეუჩერდათ, სახელმწიფო 1 წლის სწავლის საფასურს სრულად დაუფინანსებს.

პრემიერის განცხადებით, ჯამში ამ შეღავათებით საქართველოში ისარგებლებს 33 000-ზე მეტი სტუდენტი.

წაიკითხეთ სრულად