„უკიდურესად მძიმე პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა,“ - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა თავართქილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პაციენტს ონკოჰემატოლოგიური დაავადება აქვს და მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა ამჟამად covid19-ზე ორივე ტესტირების პასუხი უარყოფითია:
,,რესპუბიკურ საავადმყოფოს დღეს კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი დაემატა. ყველა კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. გვყავს 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი, მათ შორის 3 დღეს დატოვებს კლინიკას. 1 პაციენტის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე. მას ონკოჰემატოლოგიური დაავადება აქვს. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, თუმცა მინდა სასიხარულო ინფორმაცია ვაცნობო ყველას, რომ ეს პაციენტი ამ ეტაპზე გამოჯანმრთელებულია. ტესტირებაზე ორივე პასუხი მოვიდა უარყოფითი,'' - დასძინა თეა თავართქილაძემ.
ბოლო მონაცემებით:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 511
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 156
მათ შორის გარდაცვლილი - 6
კარანტინის რეჟიმში - 5085
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 558
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3
რამდენიმე მარტივი ჭეშმარიტება, რომელიც, სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა მარტივი და ბევრჯერ გამეორებას საჭიროებს
რამდენიმე მარტივი ჭეშმარიტება, რომელიც, სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა მარტივი და ბევრჯერ გამეორებას საჭიროებს - აღნიშნული სათაურით აქვეყნებს პოსტს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი, რომელსაც MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:
„გადასხმები“ არ არის კოვიდის სამკურნალო საშუალება!
ანტიბიოტიკები არ არის კოვიდის სამკურნალო საშუალება!
ხველა არ ნიშნავს, რომ ადამიანს ჭირდება ანტიბიოტიკი! და საერთოდაც, კოვიდის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ ადამიანს აუცილებლად ჭირდება რაიმე წამალი!
კოვიდის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ ადამიანს ჭირდება კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება!
კოვიდის მქონე პაციენტში კომპიუტერული ტომოგრაფიით პნევმონიის დიაგნოზი (და რომელიმე ქულით შეფასებული დაზიანება) ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ადამიანს ჭირდება ანტიბიოტიკი!
კოვიდის დიაგნოზი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ადამიანს ჭირდება „სისხლის გამათხელებელი“ მედიკამენტი!
არც D დიმერის ნებისმიერი მომატება არ ნიშნავს, რომ პაციენტს ჭირდება „სისხლის გამათხელებელი“ მედიკამენტი!
პაციენტს, რომელიც ბინაზეა და არ ჭირდება ჟანგბადი, არ ჭირდება დექსამეტაზონი!
დექსამეტაზონის გამოყენებას შეიძლება სერიოზული გართულებები ქონდეს და ამიტომ თვითნებურად მისი გამოყენება არ შეიძლება!