გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში კვირის ბოლომდე არამდგრადი ამინდი იქნება.
სააგენტოს ცნობით, 3-5 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +15, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება. 6-7 დეკემბერს მოსალოდნელია წვიმა, ტემპერატურა +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოში 3 დეკემბერს დღე უნალექოდ ჩაივლის, ხოლო 4-7 დეკემბერს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი. ჰაერის ტემპერატურა +9, +14 გრადუსი იქნება.
თბილისში 3 დეკემბერს მოსალოდნელია უნალექო ამინდი, 4-7 დეკემბერს კი შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემერატურა 12, +14 გრადუსი იქნება.
8-9 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოს ზიგიერთ რაიონში კი, წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, მაღალმთაში მოთოვს.