„ხვალიდან საბავშვო ბაღები დროებით მთლიანად დაიხურება, ვიდრე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გამოსწორდება,“ - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ბაგა-ბაღებში სწავლა განვაახლეთ, თუმცა ძალიან მალე მოგვიწია 40-მდე საბავშვო ბაღის დახურვა. არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გუშინ ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრი მსჯელობა იყო უწყებათაშორის საბჭოზე. გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ხვალიდან საბავშვო ბაგა-ბაღები დროებით მთლიანად დაიხურება, ვიდრე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გამოსწორდება. ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენი შვილების, მომავალი თაობის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას და ხვალიდან ბაღებში დროებით შეჩერდება სწავლითი პროცესი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, გაგრძელდება ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა საკვებით უზრუნველყოფა.
წაიკითხეთ სრულად