Baby Bag

გიორგი კეკელიძე მოსახლეობას საკუთარი მანქანით მომსახურებას სთავაზობს

გიორგი კეკელიძე მოსახლეობას საკუთარი მანქანით მომსახურებას სთავაზობს
მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს სადაც ის, მოსახლეობას ატყობინებს რომ 27 აპრილამდე, სანამ ავტომობილების შეზღუდვა მოიხსნება, პირადად გაუწევს დახმარებას დღეში ორ ოჯახს, იქნება ეს პროდუქტების მიტანა თუ სხვა განსაკუთრებული საჭიროებები.

გიორგი კეკელიძის სტატუსს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. მის ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ:

„მეგობრებო, ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, მაქვს მანქანის და პირადი საშვი. შესაბამისად, 27 აპრილამდე, დღის განმავლობაში, შემიძლია ორ ოჯახს, სადაც მოხუცი ცხოვრობს, პროდუქტები მივუტანო და შესაბამისი წესით დაცვით, კართან დავუტოვო. ბუნებრივია, ყველას ვერ გავწვდები, მით უფრო, რომ მანქანაში მხოლოდ მარტო ჯდომის უფლება მაქვს. ამიტომ, თუ ვინმეს გეგულებათ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახი, შემეხმიანეთ.“


ავტორი: ნატო ღვინიაშვილი

შეიძლება დაინტერესდეთ

33 ათასზე მეტი სტუდენტი სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას მიიღებს

ყველა სტუდენტი, რომელიც არის სოციალურად დაუცველი და არის 150 ათას ქულამდე კატეგორიაში, სახელმწიფოს მხრიდან 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის სრულ ანაზღაურებას მიიღებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 150 000 სოციალურ ქულამდე მყოფ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, რომელთაც სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო შეუჩერდათ, სახელმწიფო 1 წლის სწავლის საფასურს სრულად დაუფინანსებს.

პრემიერის განცხადებით, ჯამში ამ შეღავათებით საქართველოში ისარგებლებს 33 000-ზე მეტი სტუდენტი.

წაიკითხეთ სრულად