,,კორონავირუსით 6 წლის ბავშვი დაინფიცირდა'' - აღნიშნულის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, 6 წლის ბავშვი ერთ-ერთი იმ ოჯახიდანაა, რომლის წევრებსაც ვირუსი დაუდასტურდათ:
,,ჩვენ დადასტურებული 39 პაციენტი გვიწევს, გუშინ 38 გვყავდა და გვიან ღამით ერთი პაციენტი, ერთ-ერთი ოჯახის წევრი 6 წლის ბავშვი შემოგვემატა. ჩვენს ცენტრში 6 ბავშვი მკურნალობს, მათი მდგომარეობა რთული არ არის. ამ ეტაპზე სტაბილური სიტუაციაა, დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. ყველა ბავშვი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ქობულეთის კლასტერია,'' - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
ბოლო მონაცემებით:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 370
- მათ შორის გამოჯანმრთელებული - 77
- მათ შორის გარდაცვლილი - 3
- კარანტინის რეჟიმში - 5035
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 540
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)