Baby Bag

მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილ ახალშობილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილ ახალშობილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილ ახალშობილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„14 დღის ბავშვის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. როცა შემოვიდა, მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, ამ წუთებში ითვლება, რომ მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დინამიკა ძალიან დადებითია და ჩვენ ეს ძალიან გვახარებს. მინდა ასევე ვთქვა, რომ ბავშვის დედას, რომელიც მარნეულშია, ტემპერატურა აღარ აქვს და თავს უკეთესად გრძნობს. მას ვირუსი არ დაუდასტურდა, გუშინ აღებული ტესტი უარყოფითია“, - განაცხადა  ლალი ტურძელაძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალშობილი მარნეულიდან თბილისში 24 მარტს გადმოიყვანეს სუნთქვის მწვავე უკმარისობით.

შეიძლება დაინტერესდეთ

COVID-19-ის მეორე ტალღის აქტიური გავრცელების გამო საქართველოს საპატრიარქო ​განცხადებას ავრცელებს

COVID-19-ის მეორე ტალღის აქტიური გავრცელების გამო საქართველოს საპატრიარქო ​განცხადებას ავრცელებს

კორონავირუსის შემთხვევების გავრცელების ზრდასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო ​განცხადებას ავრცელებს. 

„COVID-19-ის მეორე ტალღის აქტიური გავრცელების გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით მივმართავთ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებს, წინამძღვრებს, სასულიერო პირებს: 

აუცილებელია ტაძარში ყოფნის დროს მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე, ხოლო ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, სჯობს თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისგან. ზიარების ან სხვა საჭიროების შემთხვევაში მათ მოძღვარი სახლში მიაკითხავს.

არაფრის შეგეშინდეთ, ილოცეთ და უფალს მიენდეთ.

„უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“, - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ სრულად