Baby Bag

მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილ ახალშობილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილ ახალშობილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილ ახალშობილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„14 დღის ბავშვის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. როცა შემოვიდა, მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, ამ წუთებში ითვლება, რომ მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დინამიკა ძალიან დადებითია და ჩვენ ეს ძალიან გვახარებს. მინდა ასევე ვთქვა, რომ ბავშვის დედას, რომელიც მარნეულშია, ტემპერატურა აღარ აქვს და თავს უკეთესად გრძნობს. მას ვირუსი არ დაუდასტურდა, გუშინ აღებული ტესტი უარყოფითია“, - განაცხადა  ლალი ტურძელაძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალშობილი მარნეულიდან თბილისში 24 მარტს გადმოიყვანეს სუნთქვის მწვავე უკმარისობით.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,კომენდანტის საათი გადაჩოჩდეს და გალიებში შერეკილ ვიქნეთ ათ საათზედ. შედეგად მივიღებთ უკეთეს მენტალურ ჯანმრთელობას''

,,კომენდანტის საათი გადაჩოჩდეს და გალიებში შერეკილ ვიქნეთ ათ საათზედ. შედეგად მივიღებთ უკეთეს მენტალურ ჯანმრთელობას''

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში კომენდანტის საათთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ გაზაფხული დადგა და მისი გადაწევა 22:00 საათამდე მენტალური ჯანმრთელობისთვის უმჯობესი იქნება:

,,რადგანაც გაზაფხულის დადგომა აწ უკვე დადასტურებული ფაქტია, მართებულია, ბავშვების დაძინების დრომ 22:00 საათზე გადაიწიოს. მაშასადამე, კომენდანტის საათი გადაჩოჩდეს და გალიებში შერეკილ ვიქნეთ ათ საათზედ. შედეგად მივიღებთ უკეთეს მენტალურ ჯანმრთელობას, რაც გაგიკვირდებათ და, მთავრობისთვისაც უკეთესია (არ იციან ოღონდ) და თავად ადამიანებისთვისაც,'' - აღნიშნავს ნათია ფანჯიკიძე. 

წაიკითხეთ სრულად