„ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ერთი ხმა მაინც მომცა. ძალიან მადლობელი ვარ. სიტყვებით ვერ აღვწერ, ისეთი სიამოვნება იყო საბავშვო ევროვიზია. ყველაფერს კარგს ვუსურვებ შემდეგი წლის გამომსვლელსაც და გამარჯვება საქართველოს შემდეგ წელს“, - განაცხადა თამარ ედილაშვილმა.
2018 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული პოლონეთის წარმომადგენელი როქსანა ვეგიელი გახდა. საქართველოს წარმომადგენელი თამარ ედილაშვილი 144 ქულით მერვე ადგილზე გავიდა.
იხილეთ კომენტარი