Baby Bag

როგორია მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი?

როგორია მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9-10 მარტს საქართველოში ნარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +23, +28, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +18, +23 გრადუსი იქნება. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

11-12 მარტს ზოგან გაწვიმდება, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა შედარებით დაიკლებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი 11 მარტს +20, +25 გრადუსამდე მოიმატებს.

ქ. თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 9-10 მარტს +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 11-12 მარტს +23, +24 გრადუსამდე მოიმატებს. 12 მარტს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

,,კომენდანტის საათი გადაჩოჩდეს და გალიებში შერეკილ ვიქნეთ ათ საათზედ. შედეგად მივიღებთ უკეთეს მენტალურ ჯანმრთელობას''

,,კომენდანტის საათი გადაჩოჩდეს და გალიებში შერეკილ ვიქნეთ ათ საათზედ. შედეგად მივიღებთ უკეთეს მენტალურ ჯანმრთელობას''

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში კომენდანტის საათთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ გაზაფხული დადგა და მისი გადაწევა 22:00 საათამდე მენტალური ჯანმრთელობისთვის უმჯობესი იქნება:

,,რადგანაც გაზაფხულის დადგომა აწ უკვე დადასტურებული ფაქტია, მართებულია, ბავშვების დაძინების დრომ 22:00 საათზე გადაიწიოს. მაშასადამე, კომენდანტის საათი გადაჩოჩდეს და გალიებში შერეკილ ვიქნეთ ათ საათზედ. შედეგად მივიღებთ უკეთეს მენტალურ ჯანმრთელობას, რაც გაგიკვირდებათ და, მთავრობისთვისაც უკეთესია (არ იციან ოღონდ) და თავად ადამიანებისთვისაც,'' - აღნიშნავს ნათია ფანჯიკიძე. 

წაიკითხეთ სრულად