„ინფექციამ არ იცის, ვინ ვისი შვილია, ყველას თანაბრად ეხება,“ - ეს კომენტარი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ შვილის, ნიკოლოზ გამყრელიძის კორონავიურსით ინფიცირებასთან დაკავშირებით გააკეთა.
„არაფერი დასამალი არ არის, ჩემმა შვილმა თვითონ გაავრცელა ეს ინფორმაცია, ეს მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და უფლებაა. მან გაასაჯაროვა თავისი სტატუსი, ჩემი შვილი კონტაქტირებულია იმ კლასტერთან, რომლებიც იტალიიდან დაბრუნდნა. ისინი თანმშრომლები არიან. ორშაბათს საღამოს სხდომაზე ჩემს შვილთან იყვნენ და დიდი ალბათობით, იქიდან მოხდა დაინფიცირება.
ჩემი შვილი ბოლო ორი დღე, რა თქმა უნდა, როცა პირველი სიმპტომი გაუჩნდა, ის განათლებით ექიმია და თვითიზორილებული იყო. პირველი ტესტი იყო საეჭვო, ძალიან მსუბუქი, ამიტომ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად რამდენიმეჯერ მისი კვლევა და გუშინ დადასტურდა. ის გვიან ღამით გადაყვანილი იქნა კლინიკაში. მისი ყველა კონტაქტი ჩამოთვლილია, თვითონ დაწერა ეს კონტაქტები, გაუგზავნა ეს კონტაქტები დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ამ კონტაქტების კვლევა ინტენსიურად მიმდინარეობს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დღეს, 7 მარტს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსის მე-10 შემთხვევა ამირან გამყრელიძის შვილს, ნიკოლოზ გამყრელიძეს დაუდასტურდა. ამის შესახებ ნიკოლოზ გამყრელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 შემთხვევაა დადასტურებული.