Baby Bag

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა.

კორონავირუსი დაუდასტურდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იტალიიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა.

,,ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ახალი შემთხვევის რაოდენობა ქვეყანაში გაიზრდება. მინდა ვთქვა, რომ გვიან ღამით დადასტურდა კიდევ ერთი ახალი შემთხვევა კორონავირუსული ინფექციის. მოქალაქე მოგზაურობდა იტალიაში, მისი ჯანრმთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასზე მიმდინარეობს მონიტორინგი", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2 დღის წინ დაფიქსირდა. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

საკლასო ოთახებში დაბრუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის

საკლასო ოთახებში დაბრუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მშობლებს მოუწოდებს, სექტემბერში ბავშვები სკოლებში გაუშვან, რადგან ეს მათთვის სასიცოცხლოდ ​მნიშვნელოვანია.

ბორის ჯონსონის თქმით, სკოლებში „კოვიდ-19“-ის გავრცელების შანსები საკმაოდ დაბალია და ბავშვები გაკვეთილების გაცდენით უფრო მეტად დაზარალდებიან:

,,ცოდნის მიღების მიზნით საკლასო ოთახებში დაბრუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის, არაფერს აქვს იმხელა ზეგავლენა მათი ცხოვრების შესაძლებლობებზე, რამხელაც სკოლაში დაბრუნებას. ჩვენ ყოველთვის ვხელმძღვანელობდით ჩვენი სამეცნიერო და მედიცინის ექსპერტების მოწოდებებით და ახლა ბევრად მეტი ვიცით ვირუსზე, ვიდრე წლის დასაწყისში“, - დასძინა ჯონსონმა.

წაიკითხეთ სრულად